About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 574მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რაც ექვივალენტურია 500მგ ამოქსიცილინისა. დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 6000, კროსკარმელოზას ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, სწრაფად ხსნადი სილიციუმის დიოქსიდი.
ჩვენება: ჩვენებების ჩამონათვალში შედის შემდეგი სახის ინფექციები: ყურის, ცხვირის და ხახის (შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი); ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (ყივანახველას ჩათვლით); თირკმელების და ქვედა საშარდე გზების; რეპროდუქციული ორგანოების (გონორეას ჩათვლით); სანაღვლე გზების; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მათ შორის Helicobacter pylori-ის ინფექციის დროს მიმდინარე სამმაგი მკურნალობისას). კანის და რბილი ქსოვილების; ენდოკარდიტის პროფილაქტიკა (ენდოკარდიუმის და გულის სარქვლების ანთებითი პროცესების საპრევენციო მკურნალობა); მუცლის ტიფი (ქრონიკული მტარებლების მკურნალობის ჩათვლით იმ შემთხვევაში თუ ვერ გამოიყენება ფლუოროქინოლონის ჯგუფის პრეპარატები); ოსტეიტი, ოსტეომიელეტი; ლისტერიოზი (ინფექციური დაავადება).
უკუჩვენება: ამოქსი-დენკ 1000-ის არ გამოიყენება თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) ამოქსიცილინის, სხვა სახის პენიცილინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტას. სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს ამოქსი-დენკ 500 მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეაფასებს მკურნალობის მოსალოდნელ რისკს და სარგებელს. ადამიანებში ჩატარებული კვლევებიდან არ გამოვლენილა ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანების შემთხვევები. მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში ნაადრევი ამინორექსისის მქონე ქალებში ჩატარებული კვლევიდან მიღებულ იქნა შემდეგი მონაცემები: ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას პროფილაქტიკის მიზნით მიღების შედეგად, ახალშობილებში მოიმატა გარკვეული ნაწალვური ანთების (ნეკროზული ენტეროკოლიტის) განვითარების რისკი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანასახის დაზიანების ნიშნები არ გამოვლენილა.
ლაქტაციის პერიოდი: ამოქსიცილინი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს, შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, რაც იმას მიუთითებს, რომ საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. ასევე გასათვალისწინებელია მგრძობელობის მომატების შესაძლებლობაც. თუმცა ლაქტაციის პერიოდში ამოქსი-დენკი 500 მიღება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მკურნალი შეაჯერებს ამ წამლის მიღების პოტენციური უპირატესობასა და რისკს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან შესაბამისი კონსულტირება.იღების წესი: ამოქსი-დენკ 500 მიიღება ექიმის დანიშნულებისამებრ. ღაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ამოქსი-დენკ 500 უნდა გადაიყლაპოს. ამოქსი-დენკ 500 მიიღება საკვებთან ერთად, რადგან ეს აუმჯობესებს მის ტოლერანტობას და არანაირ გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე. დოზა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, თირკმელების ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე და ასევე სავარაუდო თუ დამტკიცებულ პათოგენებზე.
თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზირება: ერთჯერადი სადღეღამისო დოზა საჭიროა შეძლებისდაგვარად ზუსტად დაიყოს დღის განმავლობაში მისაღებ რაოდენობებად. თუ იყოფა სამად, მიღებებს შორის საჭიროა 8 საათიანი ინტერვალის გაკეთება, ხოლო თუ ორ დოზად, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 12 საათი. 40 კგ-მდე წონის ბავშვებში (12 წლამდე) როგორც წესი რეკომენდებულია დღიური დოზის 3 ნაწილად დაყოფა (8 საათიანი ინტერვალებით). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თვლის, რომ ამოქსი-დენკი 500 ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა მიემართოს ექიმს. მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი) ამოქსიცილინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1500-3000 მგ-ს, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. ასევე შესაძლებელია მთლიანი სადღეღამისო დოზის გაყოფა 2 მიღებაზე (12 საათიანი ინტერვალებით), თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მაღალი სადღეღამისო დოზის მიღება შესაბამისი თერაპიული დონის შესანარჩუნებლად. მწვავე ინფექციის შემთხვევაში ამოქსაცილინის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 4000-6000 მგ-მდე. 40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (12 წლამდე): ინიშნება 50-100მგ ამოქსიცილინი 1 კგ სხეულის წონაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა აღწევს 2000მგ-ს.
Show More