Amoxiclav 2X tab 875mg+125mg #10

Amoxiclav 2X tab 875mg+125mg #10

Slovenia

ლეკი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 875 მგ ამოქსიცილინი და 125 მგ კლავულანის მჟავა. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარამელოზა, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პროპილენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიულები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან.

ჩვენებები: ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისთვი ჩვეულებრივი დოზაა ერთი აპო-ამოქსი კლავი 500 მგ + 125 მგ ყოველ 12 საათში ან ერთი ამოქსიცილინი 250 მგ ყოველ 8 საათში. უფრო მძიმე ინფექციების და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში დოზა შეადგენს ერთ აპო-ამოქსი კლავი 875 მგ+125 მგ ტაბლეტს ყოველ 12 საათში ან ერთ აპო-ამოქსი კლავი 500 მგ+125 მგ ტაბლეტს ყოველ 8 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით აპო-ამოქსი კლავის ჩვეულებრივი დოზა 12 კვირის ბავშვებში შეადგენს: საშარდე გზების, ზედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების საშუალომდე სიმძიმის ინფექცია: 25 მგ.კგ დღეში ან 20 მგ.კგ დღეში, შესაბამისად ორ 12 სათიანი ინტერვალიბით ან სამ 8 საათიანი ინტერვალებით მიღებაზე. მძიმე ინფექცია: 45 მგ.კგ დღეში ან 40 მგ.კგ დღეში დაყოფილ დოზებად. ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: 45 მგ.კგ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 12 საათში ან 40 მგ.კგ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 8 საათში. შუა ყურის ანთება: 40 მგ.კგ დღეში დაყოფილი ყოველ 8 საათში, 3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. 38 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში დოზირება შეესაბამება მოზრდილის დოზას.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის სპაზმები, შებერილობა, შეკრულობა, უმადობა, კოლიკის ტიპის ტკივილი, გამონაყარი, ჰეპატიტი და სიყვითლე, ანემია, ვაგინიტი, თავის ტკივილი, უსიამოვნო გემო პირში, თავბრუსხვევა, სისუსტე, ენის ანთება, შავი თმიანი ენა, სტომატიტი, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატების მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი - მოსალოდნელი ან დადგენილი; ანამნეზში აპო-ამოქსი კლავი მიღებით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის დაავადება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ყველა პრეპარატის და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შესახებ რომელსაც ღებულობს პაციენტი. განსაკუთრებით მნიშვენლოვანია მკურნალმა ექიმმა იცოდეს თუ პაციენტი ღებულობს შიგნით მისაღებ კონტრაცეპტივებს ან პრობენეციდს.

განსაკუთრებული მითითებები: აპო-ამოქსი კლავის მიღების დაწყებამდე და საუკეთესო მკურნალობის ჩასატარებლად, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას: წარსულში აღენიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ, აქვს თირკმელების, ღვიძლის ან სისხლის სისტემის დაავადებები, არის ორსული ან ლაქტაციის პერიოდში, ალერგიულია ასპარტამის მიმართ, აქვს მონონუკლეოზი. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. მაგრამ თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაუშვებელია გამოტოვებული დოზის მიღება. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები:კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის კუჭის და მუცლის არეში ტკივილი, ღებინება, ფაღარათი. აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობა ან ძილიანობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შეწყდეს აპო-ამოქსი კლავის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვა შეიცავს ქილას, რომელშიც არის #100 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
ლეკი
Country
Slovenia
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
875მგ+125მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page