Avelox tab 400mg N5

Avelox tab 400mg N5

Germany

ბაიერ ფარმა
About Product
შემადგენლობა: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400მგ მოქსიფლოქსაცინსჩვენება: აველოქსი 400მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით; რესპირატორული ტრაქტის ინფექციები; ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; საზოგადოებაში აღმოცენებული პნევმონია მულტი-პრეპარატებისადმი რეზისტენტური შტამებით გამოწვეული შემთხვევების ჩათვლით. მწვავე სინუსიტის: კანის და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები; გაურთულებელი მენჯის ანთებითი დაავადებები (მაგ. ქალების ზემო გენიტალური ტრაქტის ინფექციები სალპინგიტის და ენდომეტრიტის ჩათვლით). კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით); გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციბეი პოლიმიკრობული ინფექციების; ჩათვლით როგორიცაა აბსცესი. აველოქსი ინტრავენური 400მგ-250მლ საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც განპირობებულია მგრძნობიარე შტამებით: საზოგადოებაში აღმოცენებული პნევმონია მულტი-პრეპარატებისადმი რეზისტენტური შტამებით გამოწვეული შემთხვევების ჩათვლით*; კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით); გართულებული ინტრააბდომინური ინფექციები პოლიმიკრობული ინფექციების ჩათვლით როგოირცაა აბსცესი*); მულტი პრეპარატებისადმი რეზისტენტული Streptococcus pneumoniae (MDRSP) მოიცავს იზოლატებს, რომლებიც ცნობილია PRSP სახელით (პენიცილინ რეზისტენტული S. pneumoniae), და შტამებს, რომლებიც რეზისტენტულია ორი ან მეტი შემდგომი ანტიბიოტიკის მიმართ: პენიცილინი, ცეფალოსპორინების მეორე თაობა (მაგ. ცეფუროქსიმი), მაკროლიდები, ტეტრაციკლინები და ტრიმეტოპრიმი-სულფამეტოქსაზოლი. უნდა გაითვალისწინონ ანტიბაქტერიული აგენტების გამოყენების ოფიციალური ინსტრუქციები.
უკუჩვენება: ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია; პაციენტები 18 წლამდე ასაკში.
დოზირება და მიღების მეთოდი: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. საინფუზიო ხსნარი: საინფუზიო ხსნარი უნდა გადაისხას ინტრავენურად, 60 წუთის განმავლობაში. აველოქსის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ლაქტაცია: აველოქსის გამოყენების უსაფრთხოება ადამიანებში ორსულობის დროს დადგენილი არ არისშენახვის წესი: გარსიანი ტაბლეტები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა: ტაბლეტები-4 წელი. საინფუზიო ხსნარი: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, მაგრამ არანაკლებ 15C-ზე, ორიგინალურ კონტეინერში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა: ს-ხ-3 წელი კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა გარსიანი ტაბლეტები: ალუ-ალუ ბლისტერის შეფუთვა 1X5, 1X10 ტაბლეტები საინფუზიო ხსნარი: მინის ფლაკონი; 1X250მლ, გამოყენების ინსტრუქცია-შეფუთვა გარსიანი ტაბლეტები: არ არის. საინფუზიო ხსნარი; გრილ შენახვის ტემპერატურაზე შეიძლება განვითარდეს ნალექი, რომელიც ხელახლა გაიხსნება ოთახის ტემპერატურაზე. აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდებული ინფუზიის მაცივარში შენახვა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

მწარმოებლი: ბაიერ ფარმა აგ, გერმანია.
Show More
More Info
Brand
ბაიერ ფარმა
Country
Germany
Generic
moxifloxacin
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
5
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page