Azimac caps 250mg #6

Azimac caps 250mg #6

Georgia

ჯი-ემ-პი
About Product
შემადგენლობა: პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების-აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენება: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია); ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება); ქუნთრუშა; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები); უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და-ან ცერვიციტი); ლაიმას დაავადება (ბორელიოზი); Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ანამნეზში მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.დოზირება და მიღების წესი: აზიმაკი ინიშნება აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250მგ დღიური დოზა; ან 500მგ-დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3გ-ს). ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში-პირველ დღეს 10მგ-კგ; შემდეგი ოთხი დღე-5მგ-კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10მგ-კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ-კგ სხეულის წონაზე.გვერდითი მოვლენები: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობა და შენახვის პირობები: პრეპარატის ვარგისობის ვადა-3 წელი.

შენახვის წესი: ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
Georgia
Generic
azithromycin
Dose
250მგ
Form
კაფსულა
Quantity
6
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page