Azithromycin 200 BENE Pharm oral susp 200mg/5ml 37.5ml
Azithromycin 200 BENE Pharm oral susp 200mg/5ml 37.5ml

Azithromycin 200 BENE Pharm oral susp 200mg/5ml 37.5ml

Romania

რომფარმ კომპანი
About Product
დასახელება - აზითრომიცინი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1

შემადგენლობა
მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.

ჩვენება:
აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
ბრონქიტი;
არაჰოსპიტალური პნევმონია;
სინუსიტი;
ფარინგიტი / ტონზილიტი;
შუა ოტიტი;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში).
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae –ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზითრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:
15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ დანაყოფებად, რომელიც შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს.
15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით:
15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

ვარგისობის ვადა
გაუხსნელი ბოთლი: 3 წელი.
სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
Romania
Generic
azithromycin
Dose
200მგ/5მლ
Form
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
37.5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page