ceftriaxone ABC powder for injection 1000mg #1
ceftriaxone ABC powder for injection 1000mg #1

ceftriaxone ABC powder for injection 1000mg #1

Italy

აბც ფარმაცეუტიჩი
About Product
ცეფტრიაქსონი ABC 1გ-3.5მლ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის დასამზადებლად ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის
ექვივალენტური პრეპარატი
ანტიბიოტიკი, ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: ცეფტრიაქსონი ABC 1გ-3.5მლ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის დასამზადებლად ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის ფხვნილის ფლაკონი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დინატრიუმ ცეფტრიაქსონი 3.5H2O 1.193გ შეესაბამება ცეფტრიაქსონს 1გ; გამხსნელის ფლაკონი შეიცავს 1% ლიდოკაინს.

ჩვენება: სპეციფიური გამოყენებისთვის მწვავე ბაქტერიული ინფექციებისას, რომლებიც დადასტურებულად ან სავარაუდოდ გამოწვეულია ,,რთული” გრამ უარყოფითი ან შერეული ფლორით, გრამ-ნეტაგიური ბაქტერიების არსებობით, რომლებიც რეიზსტენტული არიან ყველაზე გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ. კერძოდ პრეპარატი განკუთვნილია ზემოთ აღნიშნული ინფექციებისას დასუსტებულ და-ან იმუნოდეპრესირებული პაციენტებისათვის. ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენება: ცეფტრიაქსონი ABC უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ან შემავსებლების მიმართ. პენიცილინებისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობა. ორსულ ქალებში და ბავშვთა ადრეულ ასაკში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობისას და ექიმის კონტროლის ქვეშ. ჰიპერბილირუბინემიის მქონე და ნაადრევად დაბადებული ახალშობილების ცეფტრიაქსონით მკურნალობა არ შეიძლება. In vitro კვლევებში გამოჩნდა, რომ ცეფტრიაქსონი შეიძლება ნაწილობრივ ურთიერთქმედებდეს ბილირუბინის პლაზმის ალბუმინთან კავშირის რგოლებთან. შესაძლებელია ამგვარ პაციენტებში ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარება. კალციუმით მკურნალობა, კალციუმ-ცეფტრიაქსონის ნალექების რისკის გამო ახალშობილებში. ამას გარდა, ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: ნაადრევად დაბადებული ახალშობილები კორექტირებულ 41 კვირის ასაკში (გესტაციის კვირა+სიცოცხლის კვირა); დროული ბავშვები (28 დღემდე); სიყვითლე ან ჰიპოალბუმინემია ან აციდოზი, მდგომარეობები, როდესაც შეიძლება შეიცვალოს ბილირუბინის დონე; თუ საჭიროა ინტრავენურად კალციუმით მკურნალობა ან კალციუმის შემცველი საშუალებების ინფუზია, ცეფტრიაქსონის კალციუმთან დალექვის რისკის გამო (იხ. უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები და დოზირება და მიღების მეთოდი). როდესაც გამსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, ცეფრტიაქსონის კუნთში ინექციამდე უნდა გამოირიცხოს ლიდოკაინისადმი უკუჩვენება.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: როგორც სხვა ცეფალოსპორინებისას, გამორიცხული არ არის ანაფილაქსიური შოკი, პაციენტის ფრთხილი ანამნეზის შეგროვების შემდეგაც.
ცეფტრიაქსონი ABC-ს ყოველი გრამი შეიცავს 3.6მმოლ ნატრიუმს. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებამ ცეფტრიაქსონი ABC-ს ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც ასოცირებულია Clostridium difficile სთან (CDAD) რომლის სიმწვავეც შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეადან ფატალურ კოლიტამდე.
ანტიბაქტერიული აგენტებით მკურნალობა აზიანებს ნაწლავის ნორმალურ ფლორას, იწვევს C. difficile ს გადაჭარბებულ ზრდას.
C. difficile აპროდუცირებს ტოქსინებს A-ს და B-ს რომლებიც ხელს უწყობს CDAD-ს განვითარებას.
C. difficile-ს ჯაჭვები, რომლებიც აპროდუცირებს ჰიპერტოქსინს, იწვევს სიკვდილობის და ავადობის ზრდას, რადგან ეს ინფექიცები შეიძლება რეფრაქტერული იყოს ანტიმიკრობული თერაპიისადმი და შესაძლო საჭირო გახდეს კოლექტომია.
CDAD უნდა გაითვალისწინონ ყველა პაციენტში, რომელსაც უვითარდება დიარეა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. საჭიროა ანამნეზის ფრთილხი შეგროვება, რადგან CDAD ვლინდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობიდან 2 თვის შემდეგ.
თუ CDAD დადასტურებული ან ნავარაუდევია, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შეწყვეტა. კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა მოხდეს სითხეების და ელექტროლიტების ადექვატური მიღება, ცილებით უზრუნველყოფა, C. difficile-ს ანტიბიოტიკებით მკურნალობა და ქირურგიული შეფასება.
Show More
More Info
Brand
აბც ფარმაცეუტიჩი
Country
Italy
Generic
ceftriaxone
Dose
1000მგ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page