Pancef granules for oral suspen 100mg/5ml 60ml
Pancef granules for oral suspen 100mg/5ml 60ml

Pancef granules for oral suspen 100mg/5ml 60ml

Macedonia

ალკალოიდი
About Product
საერთაშორისო დასახელება - cefixime
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც შეგიძლიათ შეურიოთ წყალი. სუსპენზია არის მარწყვის არომატით და მზადაა გამოსაყენებლად.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფექციებს:
• ყურის
• ცხვირის, სინუსის (სინუსიტი)
• ყელის (ტონზილიტი, ფარინგიტი)
• ბრონქები და ფილტვები (მაგალითად, ბრონქიტი და პნევმონია)
• საშარდე გზების (როგორიც არის ცისტიტი და თირკმელების ინფექციები)
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თქვენ უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მოცემული მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონასა და ასაკზე
• მიეცით ეს წამალი თქვენს შვილს პირის ღრუს საშუალებით
•ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის გამოდის გამზომი კოვზით, რომელსაც შეუძლია გაზომოს 3.75 მლ-დან 5 მლ-მდე. თქვენს შვილს მედიკამენტი მიეცით კოვზის გამოიყენეთებით.
• დოზა შეიძლება მივიღოთ ერთ მიღებად ან გაყოთ ორად და მიიღოთ სხვადასხვა დროს.
• თუ ფიქრობთ, რომ მედკამენტის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს.

მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული დღის განმავლობაში.
ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წელზე უფროსი ასაკის ან წონაში 50 კგ-ზე მეტი ბავშვები
• 10 მლ-დან 20 მლ ყოველდღე, ინფექციის მიხედვით
5-დან 10 წლამდე ბავშვები: 10 მლ ყოველდღე
1-დან 4 წლამდე ბავშვები: 5 მლ ყოველდღე
ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 3.7 მლ ყოველდღე

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნებს - შეიძლება თქვენს შვილს დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
თუ თქვენს შვილს აქვს ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, სახსრების ტკივილს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის და სასქესო ორგანოების გარშემო კანზე ბუშტუკები ან სისხლდენა. ასევე გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება იყოს სტივენ-ჯონსონის სინდრომი .
ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, სადაც შეიძლება განვითარდეს კანის განშრევება, კანის ღია უბნები.
ასევე არასასურველი შეგრძნებები, ცხელება, გაციების ნიშნები და კუნთების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები.
• თუ თქვენს შვილს აქვს კანის გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი / წითელი რკალით და ფერმკრთალი ცენტრით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან იყოს სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით განვითარდეს ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგია, რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა.
• თუ თქვენს შვილს ინფექცია აღენიშნება უფრო ადვილად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. ეს სიმპტომი უმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ
• თუ თქვენს შვილს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა აქვს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. მდგომარეობა გაუმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენს შვილს აქვს ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებში, შემცივნება, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი (ხშირად ყვითელი შეფერილობით), ჰაერის უკმარისობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოლიზური ანემიით.
თქვენს ბავშვს აღნიშნება თირკმელების მუშაობის, შარდში ან სისხლში ცვლილებები.
Show More
More Info
Brand
ალკალოიდი
Country
Macedonia
Generic
cefixime
Dose
100მგ/5მლ
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
60მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page