About Product
საერთაშორისო დასახელება - Amoxicillinum+Acidum clavulanicum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
გენერიული დასახელება: ამოქსიცილინი+კლავულანი
შემადგენლობა: 875 მგ ამოქსიცილინი, 125 მგ კლავულანის მჟავა.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდალური სილიკონის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი - ნახევრად სინთეზური პენიცილინი და ბეტა ლაქტამაზას ინჰიბიტორი.
ჩვენებები: ზემო სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების, ქვემო სასუნთქი გზების, საშარდე გზების, გინეკოლოგიური, ძვალ-სახსროვანი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების, სანაღვლე გზების, სქესობრივი გზით გადამდები და პირის ღრუს ინფექციები.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად კვების დროს, დაუღეჭავად და საკმარისი ოდენობით წყლის მიყოლებით. მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები, 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასით: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს: თითო 250მგ.125 მგ ტაბლეტი სამჯერ დღეში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში თითო 500მგ.125 მგ ტაბლეტი სამჯერ დღეში. კლავულანის მჟავას მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებში შეადგენს 600 მგ, ბავშვებისთვის 10 მგ სხეულის წონის კგ-ზე. ამოქსიცილინის მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებისთვის - 6გ, ბავშვებისთვის 45 მგ სხეულის მასის კგ-ზე. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-14 დღე, რასაც განსაზღვრავს ექიმი. თირკმლის უკმარისობის დროს უნდა მოხდეს დოზის კორექცია ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სტომატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი. ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი, იშვიათად - მრავლობითი ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრა. სხვა: კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადება, თანდართული მეორადი ინფექცია, პროთრომბინის დროის მოამტება, ვაგინიტი, ინტერსტიციალური ნეფრიტი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, ცეფალოსპორინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობის პერიოდში მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში. საჭიროებისას, მედიკამენტის მიღების შემთხვევაში წყდება ძუძუთი კვება.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
Show More
More Info
5677
Generic
amoxicillin+clavulanic acid