About Product
საერთაშორისო დასახელება - Azithromycinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ფლობს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრს. უკავშირდება რიბოსომის 50S -სუბერთეულს, თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციით ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას.
აქტიურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, ანაერობული, შიდაუჯრედოვანი და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.
მიღების წესები და დოზები
შიგნით, დღეში 1-ჯერ, სულ მცირედ, კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის (გამონაკლისია ქრონიკული გარდამავალი ერითემა) ინფექციები: ჯამური დოზა 30 მგ/კგ, სხეულის წონის 10 მგ/კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ - პირველ დღეს და 10 მგ/კგ - მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული Helicobacter pylori: სხეულის წონის 20 მგ/კგ დღეში ერთხელ, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად ანტისეკრეტორულ საშუალებებთან და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დოზა გამოტოვებულია, მისი მიღება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად, ამის შემდეგ მომდევნო დოზები გამოიყენება 24 საათიანი ინტერვალით.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ ცერვიციტი - 1 გ ერთჯერადად.
გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis - სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
სუსპენზიის დამზადება. სუსპენზიის 20 მლ დასამზადებლად (ნომინალური მოცულობა) საჭიროა 400 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 12 მლ წყლის დამატება. მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 5 დღე ოთახის ტემპერატურისას 15-25ძC. სუსპენზიის 15 მლ დასამზადებლად საჭიროა 600 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 8 მლ წყლის დამატება. მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 5 დღე, ტემპერატურა არა უმეტეს 15-25ძC . სუსპენზიის 30 მლ დასამზადებლად საჭიროა 1200 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 14,5 მლ წყლის დამატება. სუსპენზიის 37,5 მლ დასამზადებლად საჭიროა 1500 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 16,5 მლ წყლის დამატება. მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 10 დღე, ტემპერატურა არა უმეტეს 25ძC. დოზირების შპრიცის დახმარებით ზომავენ წყლის საჭირო მოცულობას, უმატებენ ფხნილის შემცველ ფლაკონს. გამოყენებამდე ფლაკონის შიგთავსი უნდა შეიჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მზა სუსპენზიის დოზირების მიზნით იყენებენ შპრიცს ან საზომ კოვზს. სუსპენზიის გამოყენების შემდეგ, პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზიის ჩამოსარეცხად და მისაღებად, ბავშვმა უნდა დალიოს ჩაის ან წვენის რამოდენიმე ყლუპი. გამოყენების შემდეგ შპრიცი უნდა დაიშალოს, გაირეცხოს გამდინარე წყლით და გაშრეს. შპრიცი ინახება პრეპარატთან ერთად
გამოყენების ჩვენება.
-ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი/ ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება).
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (ქრონიკული გარდამავალი ერითემა - ლაიმას წითელი ქარის დაავადების საწყისი სტადია, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები;)
-სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, რაც ასოცირდება Helicobacter pylori -თ;
გვერდითი მოვლენები
უმეტესად გამოვლენილია მსუბუქიდან ზომიერად მძიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შექცევადია მკურნალობის კურსის დასრულებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, იშვიათად ქოლესტატური სიყვითლე, უმადობა, გასტრიტი, ძალიან იშვიათად - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი.
Show More