ვალაციკლოვირის ქლორჰიდრატი ჩვენებები: ვალტრექსი ხელს უშლის ჰერპესის ვირუსის გამრავლებას და ამცირებს ვირუსის კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან გამოყოფის პერიოდს. ვალტრექსს შეუძლია CMV(ციტომეგალო ვირუსი) და ჰერპესის სხვა ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციის პრევენცია თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში. უკუჩვენება:ვალტრექსის მიღების დროს საჭიროა წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით. ვალტრექსი არ გამოიყენება თუ აღინიშნება ალერგია ვალაციკლოვირის ან აციკლოვირის ან ვალტრექსში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. მიღების წესი:ვალტრექსი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციის მკურნალობის დროს, ნორმალური დოზა შეადგენს 500 მგ-ს 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში. თუმცა, ექიმმა შესაძლებელია მკურნალობა გაახანგრძლივოს 10 დღემდე. ერთი ტაბლეტი მიიღება დილით და ერთი ტაბლეტი – საღამოს. ტუჩის ჰერპესის მკურნალობის დროს, ეფექტური მკურნალობა შეადგენს 500 მგ ვალტრექსის 4 ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, ერთ დღის განმავლობაში. მეორე დოზა ინიშნება პირველი დოზიდან 12 საათიანი ინტერვალის შემდეგ. შემოსარტყლული სირსველის მკურნალობისას, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 500 მგ ვალტრექსის 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები:იშვიათ შემთხვევებში ვალტრექსმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცვლილებები სისხლის მხრივ (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან) ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში). გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კუჭის ტკივილი; თავის ტკივილი; გამონაყარი შენახვის პირობები:ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მწარმოებელი:გლაქსოსმიტკლაინ ფარმაცეუტიკალს ს.ა.უი გრუნვალდზკა 189, 60-322 პოზნანი პოლონეთი.