About Product
ქლორჰექსიდინი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი;
100 მლ ხსნარი შეიცავს ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატის ხსნარს (20%) – 0,25 მლ;
დამხმარე ნივთიერებები: წყალი გაწმენდილი.
ჩვენებები:
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკისთვის (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი)
ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული დამწვარი ზედაპირების დეზინფექციისთვის; კანის და ლორწოვანი გარსების ინფექციების სამკურნალოდ ქირურგიაში, მეანობაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში (ურეთრიტები, ურეთროპროსტატიტები), სტომატოლოგიაში (გამოვლება და შესხურება - გინგივიტი, სტომატიტი, აფთები, პაროდონტიტი, ალვეოლიტი).
მიკროტრავმების (ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის) დეზინფექციისთვის.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალწამლო საშუალების კომპონენტების მიმართ. მიდრეკილება ალერგიული რეაქციების და ალერგიული დაავადებებისადმი, დერმატიტი, კანის ვირუსული დაავადებები.
არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება კონიუნქტივის დასამუშავებლად და ღრუების გამოსარეცხად, დიდი ზედაპირის მქონე ჭრილობაზე, ცენტრალური ნერვული სისტემის და სმენის არხზე ოპერაციების დროს, ოფთალმოლოგიაში, სმენის არხში შესაყვანად.
გამოყენების წესი და დოზები:
სამკურნალწამლო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ გარეგანად გამოყენებისთვის.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენებამდე უნდა დაიცალოს შარდის ბუშტი, დაიბანოთ ხელები და სასქესო ორგანოები. ამის შემდეგ მოხსენით თავსახური, დააწექით ბოთლის კედლებს და ხსნარის ნაკადით დაამუშაოთ ბოქვენის, ბარძაყის შიგნითა ზედაპირების, სასქესო ორგანოების კანი. შეიყვანეთ საცმის ცხვირი ურეთრის გარე ხვრელში, ხელით მჭიდროდ მიაჭირეთ შარდსაწვეთურს და გამოუშვით 2-3 მლ ხსნარი (მამაკაცებისთვის) ან 1-2 მლ ხსნარი (ქალებისთვის; საშოში - 5-10 მლ). შემდეგ, თითების გაუშვებლად, ამოიღეთ საცმი ურეთრიდან, ხოლო ხსნარი შეაჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში. დარჩენილი ხსნარი ქალებმა შეასხურონ საშოს. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია 2 საათის განმავლობაში შარდის ბუშტის არ დაცლა. ეს პროფილაქტიკური ღონისძიება ეფექტურია, თუ ის ჩატარდება სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 2 საათისა.
ურეთრიტისა და ურეთროპროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ტარდება 2-3 მლ პრეპარატის ხსნარის ურეთრაში შეყვანით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს. პროცედურები უნდა დაინიშნოს დღეგამოშვებით.
მიკროტრავმების დროს კანი ჭრილობის გარშემო უნდა დამუშავდეს ხსნარით, შემდეგ ჭრილობას დაეფინოს ხსნარში დასველებული ხელსახოცი და დამაგრდეს ბინტით ან პლასტირით. სახვევი უნდა შეიცვალოს დღე-ღამეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე, კომპლექსური თერაპიის ხასიათზე და პრეპარატის გადატანის უნარზე.
წამლის ხსნარი გამოიყენება დასანამად, გამოსავლებად და აპლიკაციის სახით: დაიტანეთ 5-10 მლ ხსნარი კანის ან ლორწოვანი გარსების დაზიანებულ ზედაპირზე 1-3 წუთის განმავლობაში 2-3-ჯერ დღე-ღამეში (ტამპონზე ან დანამვით).
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზით.
ბავშვები.
12 წლის ასაკამდე ბავშვებში არ გამოყენება.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
Show More