CoPlavix tab 75mg+100mg #30
CoPlavix tab 75mg+100mg #30

CoPlavix tab 75mg+100mg #30

France

სანოფი
cart discount
-
8.89
About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კლოპიდოგრელი (ჰიდროგენის სულფატის სახით) . . . . . . 75 მგ
აცეტილსალიცილის მჟავა. . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ

ჩვენებები: გამოიყენება ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ კლოპიდოგრელს და ასმ-ს. კო-პლავიქსი წარმოადგენს ფიქსირებული დოზის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება თერაპიის გასაგრძელებლად შემდეგ შემთხვევებში:
- მწვავე კორონარული სინდრომის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q-კბილის გარეშე), მათ შორის კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდგომ სტენტის ჩადგმისას.
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციით, რომლებსაც უტარდებათ თრომბოლიზური თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.
გამოიყენება მოზრდილებში ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში: წინაგულის ფიბრილაცია სისხლძარღვების დაავადების რისკის გაზრდისას წინაგულის ფიბრილაციის (წ/ფ) მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ვიტამინ K-ანტაგონისტებით (ვკა) მკურნალობა, შეტევათა რაოდენობის შესამცირებლად ვკა-მა გამოავლინა უკეთესი კლინიკური შედეგი, ვიდრე ცალკე აცეტილსალიცილის მჟავამ (ასმ) ან კლოპიდოგრელისა და ასმ-ს კომბინაციამ.

დოზირების რეჟიმი: ინიშნება ერთჯერადად დოზით 75 მგ/100 მგ დღეში. მიღება ხდება საკვებთან ერთად ან კვების
შემდეგ.

უკუჩვენებები :
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლის მძიმე დარღვევა;
- აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
პრეპარატის შემადგენლობაში ასმ-ს არსებობის გამო, მისი გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ და ასთმის სინდრომი, რინიტი და ცხვირის პოლიპები;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი.
გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი
მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპის ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.
მოცემული სამედიცინო პროდუქტი ასევე შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლა და დიარეა.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
სანოფი
Country
France
Generic
clopidogrel+acetylsalicylic acid
Dose
75მგ+100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page