Ornafer tab #30

Ornafer tab #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

ორნადო მედიცინი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები
ორნაფერის შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი - 300 მგ
სპილენძის გლუკონატი - 700 მკგ
ვიტამინი C - 80 მგ
ფოლის მჟავა - 350 მკგ
ვიტამინი B 12 - 15 მკგ

ორნაფერი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.
ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემია.
• ფოლის მჟავის დეფიციტი, რკინის და ფოლის მჟავის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• ვიტამინ B12–ის დეფიციტი, რკინის და ვიტამინ B12–ის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• რკინისა და ფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ორსულობის II და III ტრიმესტრი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.


უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი.


გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა და დიარეა.


გამოყენების წესი და დოზირება:
ორნაფერი მიიღება პერორალურად ჭამის წინ 1 საათით ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში; მძიმე შემთხვევის დროს 3 -ჯერ დღეში.
საპროფილაქტიკოდ – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
ლაქტაციის პერიოდში – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდში ერთ თვიანი ინტერვალით.
მკურნალობა გრძელდება HB-ის შემცველობის ნორმალიზებამდე.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა: ორნაფერი № 30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად.
Show More
More Info
Brand
ორნადო მედიცინი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
ferrous gluconate+copper gluconate+acidi folici+vit C+vit B-12
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page