/images/logo_en.svg

Xsiltess tab 10mg #28

Hungary

ეგისი

About Product
ქსილტესი

მოქმედი ნივთიერება: რივაროქსაბანი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რივაროქსაბანს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (SD 711), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.
ტაბლეტის გარსი:
ჰიპრომელოზა 3cPs (E464), პოლიეთილენ გლიკოლი 3350 (E1521), ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდის ანატაზი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172).

გამოყენება:
პრეპარატი ქსილტესი 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერება რიბაროქსაბანს და ინიშნება მოზრდილებში:
- მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ ვენაში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ამ პრეპარატს რადგან ოპერაციების შემდეგ გექნებათ თრომბების წარმოქმნის გაზრდილი რისკი;
- ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, ასევე თრომბის განმეორებითი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში.
ქსილტესი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოზული ნივთიერებები. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს სისხლის შედედების ფაქტორის (ფაქტორი Xa) ბლოკირებაში და ამით ამცირებს მიდრეკილებას სისხლში თრომბების წარმოქმნისკენ.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ ვენებში თრომბების განვითარების თავიდან ასაცილებლად: რეკომენდებული დოზაა ქსილტესის ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.
- ფეხის ვენებსა და ფილტვის სისხლძარღვებში წარმოქმნილი სისხლის შედედების სამკურნალოდ, ასევე თრომბის განმეორებითი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად: წარმოქმნილი შედედების მკურნალობის დაწყებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნათ ქსილტესის 10 მგ ტაბლეტებს დღეში ერთხელ.
პერორალური მიღებისთვის.
სასურველია ტაბლეტის მიღება წყალის დაყოლებით.
ქსილტესის 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატ ქსილტესის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს და შეერიოს წყალს უშუალოდ მიღებამდე.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაქუცმაცებული ქსილტესის ტაბლეტის მიღება კუჭის მილით.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
rivaroxaban
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat