Adipin tab 5mg #30

Adipin tab 5mg #30

Georgia

ჯი-ემ-პი
About Product
შემადგენლობა
ადიპინის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის - 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
მოქმედების მექანიზმი
კალციუმის არხების ბლოკატორი (III თაობა). ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთებზე პირდაპირი მოქმედებით, ხოლო ანტიანგინალური ეფექტი - პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას, რეფლექტორული ტაქიკარდიის
წარმოქმნის გარეშე. შედეგად, მცირდება მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილება და ენერგიის მოხმარება. მეორეს მხრივ, ამლოდიპინი აფართოებს მიოკარდიუმის როგორც ინტაქტური, ასევე იშემიური უბნების მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებსა და არტერიოლებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს კორონარული არტერიების სპაზმის დროს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას.ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც);
- სტაბილური სტენოკარდია;
-არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის უკმარისობა.
უკუჩვენება
პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია _ პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული
მგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, გულის მძიმე უკმარისობა,
არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაფსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი,
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.დოზირება და მიღების წესი

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის

ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
Georgia
Generic
amlodipine
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page