ამლოდიპინი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ ან მკერდის არეში გარკვეული ტიპის ტკივილის, ე.წ. სტენოკარდიის, სამკურნალოდ.
5 მგ ამლოდიპინი ნორმონის ტაბლეტების აქტიური ნივთიერებაა ამლოდიპინი (ბეზილატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის კარტოფილის სახამებელი (კარტოფილის სახამებელი) და მაგნიუმის სტეარატი.
ამლოდიპინი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ ან მკერდის არეში გარკვეული ტიპის ტკივილის, ე.წ. სტენოკარდიის, სამკურნალოდ, რომელსაც ასევე მიეკუთვნება სტენოკარდიის არახშირი ტიპი პრინცმეტალის სტენოკარდია ან ვარიანტული სტენოკარდია.
მაღალი არტერიული წნევის დროს, ეს მედიკამენტი აფართოებს სისხლძარღვებს, შედეგად სისხლის უფრო ადვილად მიედინება მათში. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი ნორმონის ტაბლეტები აუმჯობესებენ გულის კუნთის სისხლით მომარაგებას, რომლის მეშვეობით გულის კუნთი იღებს უფრო მეტ ჟანგბადს და შედეგად, ხდება მკერდის არეში ტკივილის პრევენცია. ეს მედიკამენტი არ განაპირობებს ტკივილის სწრაფ მოხსნას სტენოკარდიის დროს.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ამლოდიპინი ნორმონის საწყისი დოზაა 5 მგ ამლოდიპინი ნორმონი ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინი ნორმონის 10 მგ-მდე ერთხელ დღეში.
მედიკამენტის მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია ამლოდიპინი ნორმონის მიღება გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
ბავშვებისა და მოზარდებისათვის (6-დან 17 წლამდე), რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 5 მგ დღეში.
2.5 მგ ამლოდიპინი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის და 2.5 მგ დოზის მიღება არ შეიძლება ამლოდიპინი ნორმონის 5 მგ ტაბლეტებიდან, რადგან ეს ტაბლეტები არ არის ისე წარმოებული, რომ გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. არ არის საჭირო მოცდა ექიმის სანახავად ტაბლეტების კოლოფის დამთავრებამდე.
ამლოდიპინის უსაფრთხოება ფეხმძიმობის დროს დადგენილი არ არის. შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება ამლოდიპინი ნორმონის მიღებამდე.
ამლოდიპინი დედის რძეში აღწევს მცირე რაოდენობით. ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამლოდიპინი ნორმონის მიღებამდე.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ამლოდიპინი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ ტაბლეტები იწვევენ გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობას ან თავის ტკივილს, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25 C-ზე. პრეპარატი ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.