Amlodipino+Valsartan+Hidroclorotiazida Normon tablets 5mg+160mg+12.5mg #28
Amlodipino+Valsartan+Hidroclorotiazida Normon tablets 5mg+160mg+12.5mg #28

Amlodipino+Valsartan+Hidroclorotiazida Normon tablets 5mg+160mg+12.5mg #28

Spain

ლაბ. ნორმონი
About Product
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), ვალსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 160მგ ვალსარტანს და 12.5მგ ჰიდროქლორთიაზიდს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლივინილ სპირტს, ტიტანიუმის დიოქსიდს (E-171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს) და ტალკი.

ჩვენება: ამლოდიპინი-ვალსარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე გაკონტროლებულია ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით და რომლებისთვისაც სასარგებლო იქნება ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს სამივე ამ ნივთიერებას.

უკუჩვენება: თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორსულია (ყველა შემთხვევაში უმჯობესია არ მოხდეს ამლოდიპინი-ვალსარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე); თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის ან კალციუმის არხების სხვა ანტაგონისტების, ვალსარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის, სულფონამიდების წარმოებული მედიკამენტების (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულ-მკერდის ან საშარდე ინფექციების სამკურნალოდ), ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ალერგიულია, არ უნდა მიიღოს ამლოდიპინი-ვალსარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და უნდა მიმართოს ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება, ღვიძლში წვრილი სანაღვლე გზების დესტრუქცია (ბილიარული ციროზი), რომელიც იწვევს ნაღვლის აკუმულაციას ღვიძლში (ქოლესტაზი); თუ პაციენტს თირკმელების მძიმე პრობლემა აქვს, ან იმყოფება დიალიზზე; თუ პაციენტს არ გამოეყოფა შარდი (ანურია); თუ სისხლში კალიუმის ან ნატრიუმის დონე ძალიან დაბალია, მიუხედავად მკურნალობისა, რომელიც მიმართულია კალიუმის და ნატრიუმის დონის ასაწევად სისხლში; თუ კალციუმის დონე სისხლში საკმაოდ მაღალია, მიუხედავად მკურნალობისა, რომელიც მიმართულია კალციუმის დონის დასაქვეითებლად სისხლში; თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა (შარდმჟავას კრისტალები სახსრებში); თუ პაციენტს ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) აქვს; თუ პაციენტს აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) აქვს, ან აღენიშნება კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შეუძლია ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სისხლით მომარაგება); თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმელების დისფუნქცია და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს და ამავე დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა:
ორსულობა: ორსულობის, შესაძლო დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. ჩვეულებრივ, ამლოდიპინი-ვალსარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის დადგომისას ან მაშინვე, როცა პაციენტი შეიტყობს მის შესახებ. მის ნაცვლად უნდა დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და მისი მიღება დაუშვებელია ორსულობის პირველი 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება.

ლაქტაცია: მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედა ან აპირებს ლაქტაციას, რადგან ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ამლოდიპინი-ვალსარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს. ექიმმა შეიძლება შეარჩიოს მკურნალობის სხვა სქემა, თუ პაციენტი აგრძელებს ლაქტაციას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
Spain
Generic
amlodipine+valsartan+hydrochlorthiazide
Dose
5მგ+160მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page