About Product
შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ატორვასტატინი 20 მგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, საქაროზას სტეარატი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ოპადრი თეთრი Y-1-7000: ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება. 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოფერმენტ A რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ჩვენებები: პირველადი ჰიპერქოლესტერინემია მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, შერეული დისლიპიდემია, ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდები არასაკმარისად ეფექტურია; გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა იქნან გადაყვანილი სტანდარტულ დიეტასა და წონის შემცირების პროგრამაზე. ჰიპერქოლესტერინემია და შერეული დისლიპიდემია: რეკომენდირებულია დაწყება 10-20 მგ დოზებიდან ერთხელ დღეში. პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვანი შემცირება, საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს. დოზების დიაპაზონი: 10-80 მგ დღეში. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის დასაწისში ან დოზის გაზრდის დროს აუცილებელია ლიპიდების დონის შეფასება 2-4 კვირის განმავლობაში და დოზის კორექტირება საჭიროების მიხედვით. საწყისი დოზა გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკის დროს მოზრდილებში - 10 მგ ერთხელ დღეში. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 10-17 წლის ასაკის პაციენტებში: რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში; მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა - 20 მგ ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები: უძილობა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლა, გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, შებერილობა, შეკრულობა, კუნთების ტკივილი. შეუძლოდ ყოფნა, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაკარგვა, მგრძნობელობის მოშლა. ღებინება, უმადობა, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე. ზურგის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ანთება, დაშლა, მიოპათია, სახსრების ტკივილი. ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი. თრომბოციტების დონის დაქვეითება, გლუკოზის დონის მომატება ან შემცირება, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის ზრდა. იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის მასის ზრდა, ტკივილი გულმკერდის არეში, თირკმელების მეორადი უკმარისობა, თმის ცვენა, ხმაური ყურებში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ღვიძლის დაავადება აქტიურ სტადიაში ან გაურკვეველი წარმოშობის ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; 10 წლამდე ბავშვთა ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატი უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან არ იყენებენ კონტრაცეფციის შესაბამის საშუალებებს.ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
Show More
More Info
9130
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.