ენალაპრილი ფარმაკოლოგიური თვისება: ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ჩვენება :გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ. უკუჩვენება : არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის მალეატის ან პრეპარატში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რბილი ქსოვილების შეშუპებისას. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. დოზირება და მიღების წესი :მკურნალობის ხანგრძლივობას და მიღების დოზას გადაწყვეტს ექიმი. გვერდითი მოვლენები :სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა, გულის რითმის აჩქარება, ხველა, გულისრევა, დიარეა, მუცლისტკივილი. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან : კომბინირებულმა მიღებამ სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად შესაძლებელია გააძლიეროს ენა-დენკი 10-ის ჰიპოტენზიური ეფექტი. კომბინირებლმა გამოყენებამ ნიტროგლიცერინთან ან სხვა ნიტრატებთან, ვაზოდილატატორებთან და აგფ-ინფიბიტორებთან ერთად შესაძლებელია უფრო მეტად შეამციროს არტერიული წნევა. წარმოების ლიცენზიის ფლობელი და მწარმოებელი: დენკ ფარმა გმბჰ კო.კგ, 81675 მიუნხენი, გერმანია