გამოიყენება გულის, ფილტვების, ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს შეშუპების სამკურნალოდ.
რას წარმოადგენს ფუროსემიდი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის?
აქტიური ნივთიერება: ფუროსემიდი 20 მგ ერთ 2 მლ-იან ამპულაში.
სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1 მოლ/ლ), საინექციო წყალი
ფუროსემიდი სოფარმა წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას დიურეტიკებს ჯგუფიდან (პრეპარატი, რომელიც აძლიერებს შარდის გამოყოფას, ათავისუფლების წყლისგან ორგანიზმს და იცავს წყლის შეკავებისგან).
გამოიყენება გულის, ფილტვების, ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს შეშუპების სამკურნალოდ; ჰიპერტენზიული კრიზის დროს ( სხვა თერაპიულ ზომებთან ერთად).
ფუროსემიდ სოფარმა საინექციო ხსნარი გამოიყენება როცა აუცილებელია სწრაფი ეფექტის მიღება, საგანგებო სიტუაციებში ან როცა გართულებულია ან შეუძლებელია ტაბლეტური ფორმის მიღება.
არ მიიღოთ ფუროსემიდი სოფარმა:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტისადმი (იხილეთ პუნქტი 6);
- თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) სულფონამიდების მიმართ;
- ჰიპოვილემიის მდგომარეობისას (სისხლის მოცულობის შემცირება) ან დეჰიდრატაციისას (გაუწყლოება);
- თირკმლის უკმარისობის ან ანურიის დროს (წარმოქმნება შარდის დიდი ან მცირე რაოდენობა);
- თირკმლის უკმარისობის დროს, თირკმელების ან ღვიძლზე ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის გამო;
- თირკმლის უკმარისობისას, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის კომასთან (ღვიძლის დაავადება მძიმე ფორმით);
- სისხლში არსებული კალიუმისა და ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის დროს;
- თუ პაციენტი იმყოფება პრეკომატოზურსა და კომატოზურ მდგომარეობაში ღვიძლის მძიმე დაზიანების შედეგად;
- ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფუროსემიდი სოფარმას გამოყენებამდე თუ:
- ხართ ხანდაზმულ ასაკში, იღებთ სხვა წამალს, რომლებიც მოქმედებენ წნევის დაწევაზე და გაქვთ სხვა დაავადება, რომელიც ასევე აქვეითებს წნევას;
- თუ გაწუხებთ პროსტატა ან გაძნელებული შარდვა;
- თუ გაქვთ დიაბეტი ან პოდაგრა;
- თუ გაქვთ ჰეპატორენალური სინდრომი (ღვიძლის მძიმე დაზიანება თირკმელების ფუნქციის შემდგომი ხანგრძლივი გაუარესებით);
- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ სისხლში არსებული ცილების რაოდენობა გაქვთ დაბალი ოდენობით;
- დღენაკლული ჩვილების დროს
- თუ გაწუხებთ პორფირია (ღვიძლის მემკვიდრეობითი დაავადება, რის გამოც ჰემოგლობინი არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით);
- რისპერიდონთან ერთად (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალება).
აუცილებელია შრატში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, ქლორის, მაგნიუმის, კრეატინინის დონის რეგულარული მონიტორინგი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფუროსემიდი სოფარმა:
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლებს სხვა შარმდენი საშუალებების ჩათვლით (მეტოლაზონი); ანტინევრალგიური და ძილის პრეპარატები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი); ანტიეპილეფსიური საშუალებები (ფენითოინი); ანტიდეპრესანტები (რებოქსეტინი);ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები (ინდომეტაცინი, ასპირინი); კორტიკოსტეროიდები; იმუნური სუპრესანტები (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი); პოდაგრის, დიაბეტის, გულის უკმარისობის (დიგოქსინი), ასთმის (თეოფილინის) სამკურნალო საშუალებები; ანტიბიოტიკები (ცეფალოსპორინები ან ამინოგლიკოზიდები); ლითიუმის პროდუქტები; ცისპლატინი; კარბენოქსოლონი და სუკრალფატი (წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ); კორტიკოტროპინი; მედიკამენტები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (ამფოტერიცინი B); საფაღარათო საშუალებები; ლიქვორისი ( ხველის სამკურნალოდ); სისხლში მომატებული ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი (ქოლესტირამინი).
კონტრასტული საშუალებების მიღების შემდეგ, რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ფუროსემიდი სოფარმამ შეიძლება შეამციროს ადრენალინის და ნორადრენალინის თერაპიული ეფექტი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა:
თუ ხართ ორსულად, ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას,, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა:
ფუროსემიდი გადადის პლაცენტაში. პრეპარატი არ მიიღოთ ორსულობის დროს გარდა განსაკუთრებული ჩვენებებისა და, თუ დედისათვის სარგებელი გადაწონის ნაყოფზე რისკის გაწევას, ასევე, საჭიროებისამებრ, აუცილებელია ნაყოფის მუდმივი მონიტორინგი.
ძუძუთი კვება:
ფუროსემიდი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, და დათრგუნოს ლაქტაცია. ლაქტაციის პერიოდში ფუროსემიდის მიღების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს,
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
თავი აარიდეთ ფუროსემიდის მიღებას მართვისა და ინსტრუმენეტებთან მუშაობისას, ვინაიდან პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის და ყურადღების დაქვეითება, შესაბამისად, შესაძლოა მძღოლებისა და მექმანიზმებთან მუშაობის უნარის დაქვეითება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფუროსემიდი სოფარმას შემადგენელი კომპონენეტების შესახებ:
ამ პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ გამოვიყენოთ ფუროსემიდ სოფარმა:
ყოველთვის მიიღეთ ფუროსემიდი სოფარმა ზუსტად ისე, როგორც მიგითითათ თქვენმა ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ჩვეულებრივ შეჰყავთ ინტრავენურად და იშვიათ შემთხვევებში კუნთში. ინექციის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მკურნალობა ფუროსემიდის ტაბლეტებით.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
თუ ღებულობთ დანიშნულზე მეტ ფუროსემიდი სოფარმა: ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არითმიული გულისცემა, სითხის დაკარგვა გამოვლინებებით
მძიმე ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სისხლძარღვების ობსტრუქცია (თრომბოზი), დელირიუმი, აპათია და დაბნეულობა.
ამ სიმპტომების მკურნალობას ახორციელებს ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში.
თუ გამოტოვეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის მიღბასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
სხვადასხვა მარილების შემცირება ორგანიზმში, (შეიძლება გამოიწვიოს მომატებული წყურვილის გრძნობა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ვარდნა, დაბნეულობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კუნთების სისუსტე, გულის რითმის შეცვლა და საჭმლის მონელების დარღვევა), სისხლის საერთო რაოდენობის და სხეულში სითხეების შემცირება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. სისხლში კრეატინინის და ტრიგლიცერიდების მატება, არტერიული წნევის ვარდნა, სრული დაქვეითებამდე.
ხშირი:
სისხლში ნატრიუმის, ქლორის და კალიუმის რაოდენობის შემცირება, ქოლესტერინის მომატება, პლაზმური კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება პოდაგრის შეტევებით, ღვიძლის ენცეფალოპათია (სერიოზული დაავადება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში), სისხლის გასქელება.
არახშირი:
მცირდება სისხლში შაქრის კონტროლის უნარი, გულისრევა, სმენის დაქვეითება, სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი), ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი ან ანთება კანზე ბუშტუკებით, მულტიფორმული ერითემა, პემფიგოიდი, ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის ანთება კანზე აქერცვლებით), პურპურა (სხეულზე სისხლდენა), მომატებული მგრძნობელობა შუქზე, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა (ეს იწვევს სისხლჩაქცევების გაზრდის რისკს ან სისხლდენას).
იშვიათი:
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), თირკმელების ანთება, დიარეა, ღებინება, მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ალერგიული შოკი, კიდურებზე ჩხვლეტის შეგრძნება, ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის დაქვეითება), ეოზინოფილია (გაზრდილი სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპები), ცხელება.
ძალიან იშვიათი:
მწვავე პანკრეატიტი (გამოიხატება ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში), ქოლესტაზი (ნაღვლის სეკრეციის დარღვევა), ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, ტინიტუსი, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.
გაურკვეველი სიხშირით:
კალციუმი და მაგნიუმი სისხლში, შემცირებული რაოდენობა ზრდის პლაზმაში შარდოვანას დონეს,
მეტაბოლური ალკალოზი, სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის ტენდენცია , შარდის შეკავება (შევიწროებულ ბოქვენის ძვლებში), კალციუმის მარილების დეპონირება და თირკმლის ქვების წარმოქმნა დღენაკლულ ჩვილებში, თირკმლის უკმარისობა, კანის მძიმე რეაქციები (როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი),
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა სიცხით), თავბრუსხვევა, მივარდნილობის შეგრძნება და ცნობიერების დაკარგვა (გამოწვეული სიმპტომური ჰიპოტენზიით), მომატებულია თანდაყოლილი გულის დაავადების რისკი როცა ფუროსემიდი გამოიყენება დღენაკლული ჩვილები სიცოცხლის პირველ კვირებში,
ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ.
შენახვის წესი:
- ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
- ამპულები შეინახეთ ორიგინალ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- არ გამოიყენოთ ფუროსემიდე სოფარმა მუყაოს შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
- წამლები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი