Lambrinex tab 20mg #30

Lambrinex tab 20mg #30

Poland

სუპრობიონი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ატორვასტატინი

შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ ატორვასტატინი (ატორვასტატინის კალციუმის 10,85 მგ, 21,70 მგ, 43,40 მგ შესაბამისი ფორმით)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი. ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბიტორი.
აღწერილობა
10 მგ ტაბლეტები: თეთრი ფერის, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით “10“ ერთ მხარეს;
20 მგ ტაბლეტები: თეთრი ფერის, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით “20“ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს;
40 მგ ტაბლეტები: თეთრი ფერის, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით “40“ ერთ მხარეს

გამოყენების ჩვენებები
ჰიპერქოლესტერინემია
დიეტასთან ერთად საერთო ქოლესტერინის (სქ), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის (დსლპ-ქს), აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B), ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებული დონის დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით (IIa და IIb ტიპები ფრედრიქსონის კლასიფიკაციით)) - თუ დიეტოთერაპია და არაფარმაკოლოგიური მკურნალობის სხვამეთოდები არ იძლევა ადეკვატურ ეფექტს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში საერთო ქოლესტერინის (სქ), დსლპ-ქოლესტერინის (დსლპ-ქს), აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B) მომატებული დონის დასაქვეითებლად - თუ თერაპია დიეტით და ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის სხვა მეთოდები არ იძლევა ადეკვატურ ეფექტს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა ამ დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რისკის სხვა ფაქტორების კორექციაზე დამატების სახით.

გამოყენების წესი და დოზები
ატორვასტატინი ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტისთვის რეკომენდებულია სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას მკურნალობის პერიოდშიც. პრეპარატ ათეროქსის საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა დსლპ-ქს-ის საწყისი მაჩვენებლის, თერაპიის მიზნისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში ან/და პრეპარატის დოზის გაზრდისას საჭიროა სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის კონტროლი ყოველ 2-4 კვირაში და საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება. პრეპარატის დოზა შეადგენს 10-80 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად და აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა მათი კორექტირება 40 მგ-მდე დღე-ღამეში ყოველ 4 კვირაში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ატორვასტატინის ან პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში, სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაურკვეველი გენეზის მყარი მომატება (3 ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით).
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის ადეკვატურ მეთოდებს.
Show More
More Info
Brand
სუპრობიონი
Country
Poland
Generic
atorvastatinum
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page