Lasix tab 40mg #12 /TR/

Lasix tab 40mg #12 /TR/

Turkey

ზენტივა
About Product
დასახელება - ლაზიქსი 40მგ

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ასციტი, ფორსირებული დიურეზის მიზნით.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-მდე 6-8 სთ-ს შემდეგ.
ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.
არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.
ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.

უკუჩვენებები
- მწვავე გლომერულონეფრიტი;
- თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;
- ღვიძლის კომა;
- ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ზენტივა
Country
Turkey
Generic
furosemide
Dose
40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
12
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page