Noliprel arginin tab 2.5mg+0.625mg #30
Noliprel arginin tab 2.5mg+0.625mg #30

Noliprel arginin tab 2.5mg+0.625mg #30

France

სერვიე
About Product
საერთაშორისო დასახელება - perindopril, indapamide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
ნოლიპრელი არგინინი – ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, ის გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ მოზრდილებში.
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება აგფ-ის ინჰიბიტორები. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზულებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ არტერიულ წნევას.

მიღება ნოლიპრელი არგინინი
ნოლიპრელი არგინინის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა დღეში 2 ტაბლეტამდე ან შეცვალოს მიღების რეჟიმი, თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია. ტაბლეტების მიღება უმჯობესია დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.
გამყოფი ხაზი განკუთვნილი არ არის ტაბლეტის დასაყოფად.
თუ თქვენ მიიღეთ ნოლიპრელი არგინინის რეკომენდებულზე მეტი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (გულისრევის, ღებინების, შემცირებული არტერიული წნევის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, ძილიანობის, ცნობიერების დაბინდვის და თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შეცვლის თანხლებით), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი არგინინის მიღება
მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რამდენადაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი არგინინის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი არგინინის მიღებას
იმის გამო, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას) თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი.
როგორც წესი, ექიმი გირჩევთ ნოლიპრელი არგინინის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.
ნოლიპრელი არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
ლაქტაცია
ნოლიპრელი არგინინის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
თუ კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
Show More
More Info
Brand
სერვიე
Country
France
Generic
perindopril+indapamide
Dose
2.5მგ+0.625მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page