Rytmocard tab 150mg #50

Rytmocard tab 150mg #50

Bulgaria

სოფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - propafenone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშულებები → ანტიარითმიული პრეპარატები → კლასი I C

რითმოკარდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება პროპაფენონს. ის შედის სამკურნალო პრეპაჟრაჟტების ჯგუფში, რომელსაც ანტიარითმიული ეწოდება . პრეპარატი აღადგენს გუჟლისნორმალურ რითმს მისი დარღვევისას – გულის აგზნებადობასა და გამტარობაზე ზეჟმოქჟმეჟდეჟბით. გამოიყენება გულის რითმის მკურნალობისა და დარღვევის პროფილაქტიკისათვის.
რითმოკარდის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
რითმოკარდით მკურნალობისას აცნობეთ მკურნალ ექიმს:
• თუ იმპლანტირებული გაქვთ ფეისმეიკერი; აუცილებელია მისი ფუნქციის შემოწმება და საჭიროებისამებრ ხელახლა დაპროგრამირება.
• თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან ფილტვის დაავადება;
• ქირურგიულ ან სტომატოლოგიური ჩარევამდე აცნობეთ ექიმს, რომ რითმოკარდს იყენებთ, ვინაიდან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოსაყენებელ გამაუტკივარებელ საშუალებათა ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, უცილობლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.
რითმოკარდმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი სამკურნალო პრეპარატების მოქმედება ან, პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალოს მისი მოქმედება:
• გულის მუშაობაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, როგორიცაა დიგოქსინი, ქინიდინი;
• სისხლის შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (ვარფარინი);
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, რიფამპიცინი);
• გულის რითმისა და/ან შეკუმშვის დამთრგუნავი სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, რო-გორიცაა ბეტა-ბლოკატორები (პროპრაგოლოლი, მეტაპროლოლი), კალჟციუჟმის ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილტიაზემი);
• ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატები – ისეთი, როგორიცაა რიტონავირი;
• ტრიციკლური და სხვა ანტიდეპრესანტები (ამიტრიპილინი, დეზიპრამინი, ვენ-ლაფაქსინი);
• ციმეტიდინი (წყლულის სამკურნალოდ), ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ და ართრიტის, ფსორიაზის სამკურნალოდ), თეოჟფიჟლიჟნი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ), კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალოდ).

როგორ გამოიყენება რითმოკარდი
რიტმოკარდი ყოველთვის გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყება მკაცრ ზედამხედჟვეჟლოჟბას მოითხოვს და უნდა ჩატარდეს ისეთ საავადმყოფო დაწესებულებაში, სადაც არის გა-დაუდებელი მკურნალობისათვის საჭირო აპარატურა და მონიტორინგული კონჟტროჟლის შესაძლებლობა.
ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალური დოზის დადგენა ხდება კარდიოლოგის მეთვალყურეობით, ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის მრავალჯერადი კონტროლით, შეძლებისამებრ – სამკურნალო დაწესებულებაში.
მკურნალობის დროს აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება.
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის წყალი (არ მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი).
საწყისი და შესანარჩუნებელი მკურნალობისას რეკომენდებულია სადღეღამისო დოზა 450 მგ, გაყოფილი სამ მიღებად, 8-საათიანი დროის ინტერვალით. საჭიროებისამებრ და თეჟრაჟპიული ეფექტის არარსებობისას 3-4 დღეში შეიძლება დოზის მომატება მაქჟსიჟმაჟლურ დოჟზამდე – 900 მგ, გაყოფილი 3 მიღებაზე, 8-საათიანი ინტერვალით.
სხეულის დაბალი მასის (70 კგ-ზე ნაკლები), ხანდაზმულობის და თირკმლის ან ღვიძლის დაავადების შემთხვევაში საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება.
შეთავაზებული რითმოკარდის დოზის ფორმა – რითმოკარდი, გარსით დაფარული ტაბჟლეჟტი 150 მგ და 300 მგ, არ არის გამოდგება დოზირებისათვის ბავშვებს შორის.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, რითმოკარდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქჟმეჟდეჟბა, თუმცა არა ყველა პაციენტთან.
ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოქმედება: მადის დაკარგვა, გუჟლისჟრეჟვა, პირის სიმშრალე, მწარე გემო, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, მუცჟლის შებერვა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუდახვევა, არტერიული წნევის შემცირება, გუჟლის რითმის დარღვევის გაძლიერება.
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
Bulgaria
Generic
proprafenone hydrochloride
Dose
150მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page