About Product
კორდიამინი 250 მგმლ შიგნით მისაღები წვეთები
ნიკეტამიდი
შემადგენობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა: 250 მგ ნიკეტამიდი
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი
ჩვენება: ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალება, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და სუნთქვას.
უკუჩვენება: ეპილეფსია, პორფირია, გულის სერიოზული დაავადება, ფილტვის ობსტრუქ-
ციული დაავადება, ტვინის შეშუპება, ინსულტი, მძიმე ჰიპერტენზია, სტენოკარდია,
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა; მომწამლავი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის
შემთხვევებში, რომელიც იწვევს კრუნჩხვას; ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების დოზის
გადაჭარბების შემთხვევაში - შესაძლებელია კონვულსიების განვითარება. უსაფრთხოების
არასაკმარისი მონაცემების გამო, კორდიამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კორდიამინის მასტიმულირებელი ეფექტი მცირდება პარაამინოსალიცილის მჟავასთან, სალუზიდთან, ამინაზინთან და სხვა ფენოთიაზიდის
წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას. კორდიამინთან ერთად ამინაზინისა და რეზერპი-ნის გამოყენებისას შესაძლებელია კონვულსიების განვითარება. მაო-ს ინჰიბიტორები (ფე-ნელზინი და იზოკარბოქსაზიდი) ზრდის კორდიანიმის ჰიპერტენზიულ მოქმედებას; ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ეფექტს. კორდიამინი ინაქტივაციას განიცდის მჟავა და ფუძე ნაერთების შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია: ნიკეტამიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. შიგნით მისაღები
პრეპარატი. არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში მიიღება 20-30
წვეთი 2-3-ჯერ დღეში. მოზრდილი პაციენტებისათვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 60
წვეთი (2 მლ), მაქსიმალური დღიური დოზა 180 წვეთი (6 მლ).
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ნიკეტამიდი არ ახდენს გავლენას მანქანების და სხვა
მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეინიშნება დამწვრობის შეგრძნება, ქავილი, სიცხის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის სიხშირის და სიღრმის ცვლილება, არითმია, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია. ტოქსიურმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვითი შეტევები. სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება დიაზეპამი და სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.
სიფრთხილის ზომების დაცვა: პრეპარატი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი მკურნალო-
ბისთვის. გასათვალისწინებელია, რომ კორდიამინი წარმოდგენილია როგორც დოპინგის ნივთიერებების მასტიმულირებელი საშუალება.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
Show More
More Info
5688
Brand
რიგის ფარმაცევტული ქარხანა