Spirolact tab 50mg+20mg #10
Spirolact tab 50mg+20mg #10

Spirolact tab 50mg+20mg #10

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
cart discount
-
7.13
About Product
საერთაშორისო დასახელება - furosemide, spironolactone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
შემადგენლობა
სპიროლაქტის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს,აქტიური ნივთიერებების - სპირონოლაქტონის 50 მგ-ს და ფუროსემიდის 20 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 6, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები კალიუმის შემბოჭავ საშუალებებთან ერთად.

ჩვენებები
- შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს (განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია ან აღინიშნება დიურეზული საშუალებებით გამოწვეული ჰიპოკალიემია);
- შეშუპებები და ასციტი ელექტროლიტების ცვლის დარღვევის დროს ჰიპერალდოსტერონიზმის შედეგად;
- ასციტი ღვიძლის ციროზის დროს;
- არტერიული ჰიპერტენზია.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (ღვიძლის პრეკომა ან კომა);
- ელექტროლიტების ცვლის დარღვევები, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას: ჰიპო- ან ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია.

გვერდითი მოვლენები
წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად - ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, სმენის დაქვეითება, არამკვეთრი მხედველობა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ანორექსია, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ერექციის დარღვევა, გინეკომასტია (მამაკაცებში); ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, დისმენორეა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, ხმის გაუხეშება (ქალებში).
ალერგიული რეაქციები: სისტემური ვასკულიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მანეკროზებელი ანგიიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად - აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
spironolactone+furasemide
Dose
50მგ+20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page