Talliton tab 25mg #28

Talliton tab 25mg #28

Hungary

ეგისი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Carvedilolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალებები

წამლის ფორმა და შემცველობა: შიგნით მისაღები ტაბლეტები.
ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ, ან 12.5 მგ, ან 25 მგ აქტიურ ნივთიერებას კარვედილოლს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი, ტაბლეტები 6.25 მგ შეიცავს ქოლინის ყვითელ არიავიტს, ხოლო 12.5 მგ ტაბლეტები შეიცავს სანსეტ ყვითელ არიავიტს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა-, ბეტა-ადრენაბლოკატორი

გამოყენების ჩვენებები
• ესენციური ჰიპერტონია – მონოთერაპიისათვის და დიურეტიკებთან კომბინაციაში
• ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია
• გულის ქრონიკული უკმარისობა (II და III კლასი NYHA მიხედვით)* კომბინაციაში დიურეტიკებთან, დიგოქსინთან ან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან
* - NYHA (New York Heart Association) – II: ავადმყოფებს ამ სტადიაში სიმშვიდის დროს სიმპტომები არ გააჩნიათ, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას ახლავს დაღლილობა, გულისცემა და სუნთქვის გართულება (მოკლე შესუნთქვა)
* - NYHA – III: სიმშვიდის დროს სიმპტომები არ არის. მცირე ფიზიკური დატვირთვა იწვევს ზემოაღნიშნულ სიმპტომებს.

გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტები მიიღება შინაგანად. ჩაიყლაპება მთლიანად მცირე ოდენობით სითხის დაყოლებით. ავადმყოფებისათვის, რომლებსაც გულის უკმარისობა აწუხებთ, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ორთოსტატური სინდრომის რისკის დაქვეითების გამო.
მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან შემცირებით.
ესენციაური ჰიპერტონიის დროს: რეკომედებული საწყისი დოზა 12.5 მგ ტალიტონი დღეში ერთხელ 2 დღის განმავლობაში (ერთი 12.5 მგ ტაბლეტი დილით ან თითო 6.25 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ – ერთი დილით, მეორე საღამოს). რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა 25 მგ ტალიტონი (ერთი 25 მგ ტაბლეტი დილით ან თითო 12.5 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ – ერთი დილით, მეორე საღამოს).
არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, მაგრამ არა ადრე მკურნალობის მე-14 დღისა, დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმალურამდე – 50 მგ დღეში (თითო ტაბლეტი 25 მგ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს). მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 25 მგ, ხოლო დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ.
რეკომენდებული საწყისი დოზა 3.125 მგ ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (1/2 ტაბლეტი 6.25 მგ დილით და საღამოს). თუ პაციენტი მკურნალობას კარგად იტანს და ეს აუცილებელია, მაშინ დოზის გაზრდა შეიძლება 6.25 მგ-მდე ორჯერ დღეში (ერთი 6.25 მგ ტაბლეტი დილას და ერთი - საღამოს). შეიძლება დოზის შემდგომი გაზრდა 12.5 მგ-მდე ორჯერ დღეში (ერთი 12.5 მგ ტაბლეტი დილას და საღამოს), შემდეგ 25 მგ-მდე ორჯერ დღეში (თითო 25 მგ ტაბლეტი დილას და საღამოს). ავადმყოფებს ენიშნებათ მაქსიმალურად ასატანი დოზა. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა – 25 მგ ორჯერ დღეში (ერთი 25 მგ ტაბლეტი დილით და ერთი - საღამოს) ავადმყოფებისათვის სხეულის წონით 85 კგ-მდე და 50 მგ ორჯერ დღეში (ორი 25 მგ ტაბლეტი დილით და ორი საღამოს) ავადმყოფებისათვის სხეულის წონით 85 კგ-ზე მეტი. ავადმყოფებისათვის გულის უკმარისობით ორთოსტატიური ჰიპოტენზიის არიდების მიზნით პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოვლინება:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, იშვიათად – დათრგუნვილი მდგომარეობა, ძილის დარღვევა, პარესთეზიები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, სტენოკარდიის შეტევები, იშვიათად – პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევები (ცივი კიდურები), ხანგამოშვებითი კოჭლობა ან რეინოს სინდრომი, პერიფერიული შეშუპებები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობის პროგრესირება.
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, იშვიათი – ცხვირის შეგუბება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიმშრალე პირში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცელში, იშვიათად – ყაბზობა, გულისრევა, სისხლის შრატის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
კანის მხრივ: ალერგიული ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ფსორიატული გამონაყარის გამწვავება, ძალიან იშვიათად – ანაფილაქტოიდური რეაქციები.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
carvedilol
Dose
25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page