Tenox tab 10mg #30

Tenox tab 10mg #30

Slovenia

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - amlodipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამლოდიპინის მალეატს 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინზე გაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, კრემნიუმის ოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული თეთრი ფერის ტაბლეტები დამრეცი გვერდებით და ნაჭდევით ერთ მხარეზე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიჰიდროპირიდინის წარმოებული - “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორი.
ათქ კოდი: C08CA01

გამოყენების ჩვენება
• არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპია ან კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან)
• სტაბილური და ვაზოსპასტირური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).

გამოყენების წესი და დოზირება
პერორალურად, საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის სამკურნალოდ შეადგენს პრეპარატის 5 მგ-ს ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. დოზა შეიძლება იქნას მაქსიმალურად გაზრდილი 10 მგ-მდე ერთჯერადად დღეში. არტერიული ჰიპერტენზიის დროს შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება იყოს 2,5-5 მგ დღეში. დაძაბვის სტენოკარდიის და ვაზოსპასტიურო სტენოკარდიის დროს - 5-10 მგ დღეში, ერთჯერადად. სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის - 10 მგ/დღეში.
გამხდარ პაციენტებს, საშუალო სიმაღლის პაციენტებს, ხანსაზმულ პაციენტებს, პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ჰიპოტენზიური საშუალების სახით, ტენოქს უნიშნავენ საწყისი დოზით 2,5 მგ, ანგიალური საშუალების სახით - 5 მგ.
არ არის საჭირო დოზის შეცვლა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და აგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნის დროს.
არ არის საჭირო დოზის შეცვლა პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.
2,5 მგ დოზის მიღება შეიძლება 5 მგ ტენოქსის ტაბლეტის შუაზე გაყოფით.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის და დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი;
• მძიმე არტერიული ჰიპოტენზია;
• კოლაფსი, კარდიოგენური შოკი;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• 18 წლამდე ასაკი (ეფეტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
სიფრთხილით: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (გამოხატული ბრადიკარდია, ტაქიკარდია), დეკომპენსირებული ქრონიკული უკმარისობა, მსუბუქი ან ზომიერი არტერიული ჰიპოტენზია, აორტალური სტენოზი, მიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მიოკარდის მწვავე ინფარქტი (და 1 თვის განმავლობაში შემდეგ), შაქრიანი დიაბეტი, ლიპიდური პროფილის დარღვევა, ხანდაზმული ასაკი.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
amlodipine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page