About Product
საერთაშორისო დასახელება - Arginin (Arginine aspartate)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 5 მლ ხსნარი შეიცავს 1გ L-არგინინის ასპარტატს (L-არგინინს - 0,57 გ-ს, ასპარაგინის მჟავას - 0,43 გ-ს);
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტი (E 420), ნატრიუმის საქარინი (E 954), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), არომატიზატორი საკვები “კარამელი”, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა. ხსნარი პარო რალური გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სხვა კარდიოლოგიური პრეპარატები. ამინომჟავები. ათქ კოდი ჩ01E.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გულის იშემიური დაავადების, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, დიაბეტური ანგიოპათიის, გადატანილი მიოკარდის მწვავე ინფარქტის და ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შემდეგ მდგომარეობების, მიოკარდიოპათიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპერქოლესტერინემიის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ინტერსტიციალური პნევმონიის, იდიოპათიური ფილტვის ჰიპერტენზიის, ქრონიკული პოსტემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის, სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ღვიძლის უკმარისობის, ჰიპერამონიემიით გამოწვეული ღვიძლის ენცეფალოპათიის, ჰიპოქსიური და ასთენიური მდგომარეობების, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის შემცირებისას იმუნოკორექციის კომპლექსურ თერაპიაში.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების მძიმე დარღვევები, საბავშვო ასაკი (18 წლამდე).
გამოყენების წესი და დოზირება.
გამოიყენება შიგნით, ჭამის დროს. მოზრდილებში გულის იშემიური დაავადების, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, პერიფერიული სისხლძარღვების, დიაბეტური ანგიოპათიის დროს 5 მლ (1 საზომი კოვზი - პრეპარატის 1 გ) 3-8 ჯერ დღეში. ჰიპერქოლესტერინემიის, გადატანილი მიოკარდის მწვავე ინფარქტის და ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შემდეგ მდგომარეობების დროს 5 მლ 3-6 ჯერ დღეში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ინტერსტიციალური პნევმონიის, იდიოპათიური ფილტვის ჰიპერტენზიის, ქრონიკული პოსტემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის დროს 5 მლ 3-6 ჯერ დღეში. სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ღვიძლის უკმარისობის, ჰიპერამონიემიით გამოწვეული ღვიძლის ენცეფალოპათიის დროს 5 მლ 3-6 ჯერ დღეში. ჰიპოქსიური და ასთენიური მდგომარეობების, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის შემცირებისას იმუნოკორექციის დროს 5 მლ 4-8 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა - 8-15 დღე; აუცილებლობის შემთხვევაში კურსს იმეორებენ.
გვერდითი რეაქციები.
იშვიათად - კუჭში და ნაწლავებში მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება, გულისრევა უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, რომლებიც ქრება დამოუკიდებლად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები.
მკურნალობა. მითითებული მოვლენების აღნიშვნისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, ანტიდოტი არ არსებობს, თერაპია სიმპტომატური.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პორტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს.
ბავშვები.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების თაობაზე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების თავისებურებანი.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ელექტროლიტების ცვლის დარღვევის, თირკმელების დაავადებების დროს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძილის და დასვენების დაბალანსებული რეჟიმის დაცვა, უარის თქმა ალოჰოლზე, ნიკოტინზე და ფსიქოსტიმულატორებზე. თუ პრეპარატის მიღების ფონზე იზრდება ასთენიის სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არ მოქმედებს.
Show More
More Info
26803
Generic
L-arginine aspartate