/images/logo_en.svg
Deflazacort NORMON tab 6mg #20

Deflazacort NORMON tab 6mg #20

Spain

ლაბ. ნორმონი

About Product
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ

დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა დეფლაზაკორტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ დეფლაზაკორტს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.

დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურ-ნალოდ:
- რევმატული და კოლაგენური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა;
- კანის დაავადებები, როგორიცაა პემფიგუსი, გენერალიზებული ექსფოლი-აციური დერმატიტი და მძიმე ფსორიაზი;
- ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას;
- ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზი, ორგანული მტვრით გამოწვეული “შავი ფილტვი”, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი;
- თვალის დაავადებები: ქოროიდიტი, ქორიორეტინიტი, ირიტი და ირიდოცი-კლიტი;
- სისხლის დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და პალიატიური თერაპია ლეიკემიის და ლიმფომების დროს;
- კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი;
- თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.

მიღება:
მოზრდილებში დოზა შეიძლება იყოს 6-90 მგ დღეში, ბავშვებში - 0.25-1.15 მგ/კგ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები წამლის მიღების შესახებ. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მაშინათვე ექიმთან მიმართვა.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ნაადრევად ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე და არასოდეს უნდა შეწყდეს უცბად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში (სტრესი, დიდი ინფექციები, მძიმე ტრვმა ან ოპერაცია) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ შემთხვევებში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მედიკამენტის მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს უეცრად. ექიმი პაციენტს აუხსნის, როგორ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კონტაქტში იყოს ექიმთან მკურნალობის დასრულებისას, რათა მიღებულ იქნას ზომები სიმპტომების რეციდივის შემთხვევაში.

შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
Spain
Generic
Deflazacort
Dose
6მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat