Klobenat ointment 0.05% 50gr #1
Klobenat ointment 0.05% 50gr #1

Klobenat ointment 0.05% 50gr #1

Turkey

ფარმაქტივ ილაჩ სანი
About Product
შემადგენლობა: 1გ მალამო შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5მგ; დამხმარე ნივთიერებებს: თეთრი რბილი პარაფინი, სორბიტანის სესკვიოლეატი, პროპილენგლიკოლი.

ჩვენებები: კლობეტაზოლი მიეკუთვნება გარეგანი გამოყენების მაღალაქტიურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიც არის ფსორიაზი (გავრცელებული ბალთისებრი ფსორიაზის გარდა), მკურნალობის მიმართ მდგრადი დერმატოზები, წითელი ბრტყელი ლიქენი, დისკოიდური წითელი მგლურა და კანის სხვა დაავადებები, რომლებიც მდგრადნი არიან ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კლობეტაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ვარდისფერი ფერიმჭამელები (rosacea), ვულგარული ფერიმჭამელები (acne vulgaris), პერიორალური დერმატიტი, პერიანალური და გენიტალური ქავილი, კანის პირველადი ვირუსული დაზიანება (მაგალითად: მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა), კანის არანამკურნალები ინფექციები, ქავილი თანმხლები ანთების გარეშე, კანის პირველადი სოკოვანი და ბაქტერიული დაზიანებები.
დერმატოზები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის დერმატიტი და საფენისმიერი გამონაყარი.

მიღების წესი და დოზები: განსაკუთრებით მიზანშეწონილია კლობენატის მალამოს გამოყენება კანის ისეთი დაზიანებების დროს, რომელთაც თან ახლავთ სიმშრალე, გასქელება და კანის ქერცლოვანი დაზიანება. მალამო დაიტანება დაზიანებულ ადგილზე 1-2-ჯერ დღე-ღამეში. დაავადებაზე კონტროლის მიღწევის შემდეგ საჭიროა შეწყდეს მალამოს გამოყენება. პაციენტის მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 4 კვირაზე მეტი ხნით მისი მდგომარეობის შეუფასებლად. კანის დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად შეიძლება ჩატარდეს კლობენატით განმეორებითი მკურნალობის მოკლე კურსები. გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გამოყენებული იქნას ნაკლებად აქტიური პრეპარატები. კლობენატის მალამოს ყოველი გამოყენების შემდეგ, დამარბილებელი საშუალების გამოყენებამდე საჭიროა დრო, რათა მოხდეს მალამოს საკმარისი რაოდენობით შეწოვა.
გამოყენების წესი: მალამო თხელი ფენის სახით დაიტანება მცირე რაოდენობით, რომელიც საკმარისია კანის დაზიანებული ზედაპირის სრული დაფარვისთვის. რეზისტენტულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის დროს, კლობენატის მალამოს ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს პრეპარატის მოხმარების ადგილზე დამატებით პოლიეთილენის ფენის დადებით. ღამით ოკლუზიური ნახვევის დადება, როგორც წესი, დადებით შედეგს იძლევა. შემდგომში მიღწეული ეფექტი შესაძლოა შენარჩუნებულ იქნას ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშეც. თუ კლობენატი არ გამოიყენება ხელის დაზიანებული ადგილების სამკურნალოდ, ამ შემთხვევაში საჭიროა ხელის დაბანა. თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება 2-4 კვირის განმავლობაში, საჭიროა დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის გადახედვა. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 4 კვირაზე მეტ ხანს. უფრო ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას ნაკლებად აქტიური პრეპარატები. მაქსიმალური ყოველკვირეული დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50გ-ს. დაავადებაზე კონტროლის მიღწევის შემდეგ, კლობენატით მკურნალობა თანდათანობით უნდა შეწყდეს, ხოლო დამარბილებელი საშუალებებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.
Show More
More Info
Brand
ფარმაქტივ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
clobetasol
Dose
0.05%
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page