About Product
საერთაშორისო დასახელება - liraglutide
აღწერა
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ხსნარის ერთი მლ შეიცავს 6 მგ ლირაგლუტიდს*. ერთი წინასწარ შევსებული კალამი
შეიცავს 18 მგ ლირაგლუტიდს 3 მლ-ში.
*ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდის-1 (GLP-1) ანალოგი წარმოებული
რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით შაცცჰარომყცეს ცერევისიაე-ში.
დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის, იხილეთ ფარმაცევტული მახასიათებლები.
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული კალმით.
გამჭვირვალე, უფერო, იზოტონური ხსნარი; პH=8,15.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
ვიქტოზა® გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც
სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მხოლოდ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ
არის. ვიქტოზას® გამოყენება შესაძლებელია დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა
პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა (მაგალითად,
გლიმეპირიდი ან გლიბენკლამიდი), მეტფორმინი და სულფონილშარდოვანა
(მაგალითად, გლიმეპირიდი ან გლიბენკლამიდი), ასევე მეტფორმინი და გლიტაზონი
(მაგალითად, როზიგლიტაზონი ან პიოგლიტაზონი).
კომბინაციური თერაპია საბაზისო ინსულინით, პაციენტებისთვის, რომლებშიც
ვიქტოზით და მეტფორმინით გლიკემიის ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა.
დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
საწყისი დოზაა 0,6 მგ ლირაგლუტიდი დღეში. სულ მცირე, ერთი კვირის შემდეგ დოზა
1,2 მგ-მდე უნდა გაიზარდოს. ზოგი პაციენტისთვის მოსალოდნელია, რომ სასარგებლო
იქნება დოზის 1,2 მგ-დან 1,8 მგ-მდე გაზრდა და კლინიკური პასუხის მიხედვით,
გლიკემიის კონტროლის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, სულ მცირე, ერთი კვირის
შემდეგ, დოზა შეიძლება 1,8 მგ-მდე გაიზარდოს. 1,8 მგ-ზე მაღალ დღიური დოზები
რეკომენდებული არ არის.
ვიქტოზა® შესაძლებელია მეტფორმინს ან მეტფორმინით და თიაზოლიდინდიონით
კომბინაციურ თერაპიას დაემატოს. მეტფორმინისა და თიაზოლიდინდიონის არსებული
დოზა შეიძლება უცვლელი დარჩეს.
ვიქტოზა® შესაძლებელია სულფონილშარდოვანას ან მეტფორმინით და
სულფონილშარდოვანათი კომბინაციურ თერაპიას დაემატოს. როდესაც ვიქტოზა®
სულფონილშარდოვანათი მკურნალობას ემატება, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების
მიზნით, სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება უნდა განიხილებოდეს (იხ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ვიქტოზას® დოზის რეგულირებისთვის სისხლში გლუკოზის თვით-მონიტორინგი არ
არის საჭირო. თუმცა, ვიქტოზას® სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში
დანიშვნისას, მკურნალობის დასაწყისში, სულფონილშარდოვანას დოზის
რეგულირებისთვის, შეიძლება სისხლში გლუკოზის თვით-მონიტორინგი გახდეს
საჭირო.
გამოყენების წესი
ვიქტოზა® მიიღება დღეში ერთხელ, ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან
დამოუკიდებლად და ინექცია შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ მუცლის, ბარძაყის ან მხრის
მიდამოში. ინექციის უბნის და დროის შეცვლა დოზის კორექციის გარეშე შეიძლება.
თუმცა, უმჯობესია, თუ ვიქტოზას® ინექციას დღის დაახლოებით ერთსა და იმავე
დროს გააკეთებთ, როგორც კი დღის ყველაზე მოსახერხებელ დროს შეარჩევთ.
გამოყენების დამატებითი ინსტრუქციები იხილეთ თავში “სიფრთხილის
განსაკუთრებული ზომები განადგურებისა და მოხმარებისას”.
ვიქტოზა® არ უნდა გაკეთდეს ვენაში ან კუნთში.
უკუჩვენებები
ჰიპერსენსიტიურობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების
მიმართ.
ორსულობის პერიოდში ვიქტოზას® გამოყენება არ შეიძლება, ხოლო ინსულინის,
პირიქით, რეკომენდებულია. თუ პაციენტს დაორსულება სურს ან უკვე დაორსულდა,
ვიქტოზათი® მკურნალობა უნდა შეწყდეს.
Show More