Euthyrox 25mkg #100
Euthyrox 25mkg #100

Euthyrox 25mkg #100

Germany

მერკი
About Product
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ლევოთიროქსინი ნატრიუმი 25მკგ/50მკგ/75მკგ/100მკგ/125/მკგ/150მკგ

ჩვენებები: ეუთიროქსი 25-150მკგ: ეუთიროიდული ჩიყვის მკურნალობა; ეუთიროიდული ჩიყვის ოპერაციული მკურნალობის შემდგომი რეციდივის პროფილაქტიკა ოპერაციის შემდგომი ჰორმონული სტატუსის შესაბამისად; ჰიპოთირეოზის ჩანაცვლებითი თერაპია; ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სუპრესიული თერაპია.
ეუთიროქსი 25-100მკგ: ჰიპერთირეოზის ანტითიროიდული საშუალებებით მკურნალობის თანმხლები ჩანაცვლებითი თერაპია.
ეუთიროქსი 100-150მკგ: დიაგნოსტიკური საშუალება თიროიდული სუპრესიის ტესტის დროს.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, ჰიპოფიზის უკმარისობისა და თირეოტოქსიკოზის არანამკურნალები შემთხვევები; არ არის რეკომენდებული მედიკამენტის გამოყენება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მწვავე მიოკარდიტის და მწვავე პანკრეატიტის არსებობის დროს; არ არის რეკომენდებული ლევოთიროქსინისა და ანტითიროიდული საშუალებების გამოყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ორსულობის პერიოდში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობისა და, განსაკუთრებით, ლაქტაციის პერიოდში ლევოთიროქსინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. ორსულობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. რამდენადაც სისხლის შრატში TSH დონის მატება შეიძლება მოხდეს უკვე ორსულობის მეოთზე კვირას, ორსულებისთვის, რომლებიც ღებულობენ ლევოთიროქსინს, რეკომენდებულია შეამოწმდეს TSH დონე ყოველ ტრიმესტრში, იმაში დასარწმუნებლად, რომ სისხლის შრატში TSH მნიშვნელობა არ სცდება ტრიმესტრ-სპეციფიკურ ნორმალურ მაჩვენებლებს ორსულობისას.

დოზირება და გამოყენების წესი: მიღების წესი: სადღეღამისო დოზა შეიძლება მიღებულ იქნას ერთჯერადად. შიგნით მიღება: ერთჯერადი სადღეღამისო დოზა მიიღება დილით უზმოდ, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, სასურველია მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ: ნახევარი ჭიქა წყალი). ბავშვებმა მთელი დოზა ერთად უნდა მიიღონ, საკვების პირველ მიღებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტი იხსნება მცირე რაოდენობით წყალში და მიღებული სუსპენზია, რომელიც მზადდება უშუალოდ პრეპარატის მიღების წინ, მიიღება წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად. პაციენტების ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად მკურნალობის მიზნით ტაბლეტების სხვადასხვა დოზის ფართო დიაპაზონია ხელმისაწვდომი-25-150მკგ-ის ფარგლებში. ამიტომ, ძირითადად ისინი საჭიროებენ 1 ტაბლეტს დღეში. ინდივიდუალური სადღეღამისო დოზის შერჩევა ხდება ლაბორატორიული ანალიზებისა და კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე. ვინაიდან პაციენტების ნაწილს აღენიშნება T4 და fT4 კონცენტრაციების მატება, TSH-ის ბაზალური კონცენტრაცია სისხლის შრატში უფრო საიმედო მკურნალობის კურსის შერჩევის საშუალებას იძლევა.

შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
მერკი
Country
Germany
Generic
levothyroxine sodium
Dose
25მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page