Emoprox 1% eye dr 5ml #1

Emoprox 1% eye dr 5ml #1

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
შემადგენლობა: მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტიაგრეგანტები, ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები. ანგიოპროტექტორები, მიკროცირკულაციის კორექტორები.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:
- სისხლჩაქცევა თვალის წინა საკანში (მკურნალობა);
- სისხლჩაქცევა სკლერაში ხანდაზმული ასაკის პირებში (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
- რქოვანას ანთება და დამწვრობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
- მიოპიის გართულებები (მკურნალობა);
- რქოვანას დაცვა (კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში);
- ბადურას დაცვა მაღალი ინტენსივობის სინათლის ზემოქმედების შემთხვევაში (ლაზერული და მზის დამწვრობები, ლაზეროკოაგულაცია).

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მეთილეთილპირიდინოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა.

გამოყენების წესი და დოზირება: მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატის ინსტილაცია ხდება კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-30 დღეს. აუცილებლობის და კარგი ამტანობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე. მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 2-3 ჯერ წელიწადში.
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
განსაკუთრებული მითითებები : სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ ემოპროქს იყენებენ, წინა სამკურნალო საშუალებების სრული შეწოვის შემდეგ (არანაკლებ 10-15 წუთის შემდეგ).

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა : 2 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 10 დღის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
ethylmethylhydroxypiridine /methylethyloiridinol/
Dose
1%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page