Fluzamed eye dr 0.3% 5ml

Fluzamed eye dr 0.3% 5ml

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - Fluconazolum
წამლის ფორმა
0,3%-იანი თვალის წვეთები
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი მონოჰიდრატი, პროპილენგლიკოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
გამოყენების ჩვენებები
თვალის სოკოვანი დაზიანებები:
- სკლერიტები;
- ენდოფთალმიტები;
- კერატიტები (კერატომიკოზები);
- კანალიკულიტები და სხვა

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (მათ შორის სხვა აზალური ნაერთების მიმართ).

გვერდითი მოქმედება
იშვიათად ვლინდება თვალების გაღიზიანება და შეწითლება.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ინიშნება 1-2 წვეთი დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 3 კვირისა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.

გაფრთხილება
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა პრეპარატის შეწოვა სისხლში. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, დაქვეითებული იმუნიტეტის დროს (ახალშობილობის პერიოდი, შიდსი და სხვა). პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშნის გამოვლინების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს 7-10 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ აღინიშნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაავადება გამოწვეულია პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმით.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
fluconazole
Dose
0.3%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page