Medexol eye/ear drops 5ml #1
Medexol eye/ear drops 5ml #1

Medexol eye/ear drops 5ml #1

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - dexamethasone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ყელ-ყურ-ცხვირის პრეპარატები გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ოფთალმოლოგიაში
წამლის ფორმა
თვალის/ყურის წვეთები

შემადგენლობა
პრეპარატ მედექსოლის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ფოსფატი 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კრეატინინი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბორატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01BA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება.
ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
სინთეზური ფტორირებული გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. ახდენს გამოხატულ ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. დექსამეტაზონი აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია – დაბალია. თვალში ჩაწვეთების შემდეგ კარგად აღწევს კონიუნქტივაში და რქოვანის ეპითელიუმში.

ჩვენებები
- ალერგიული ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი;
- მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი;
- ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- თერმული და ქიმიური დამწვრობა (რქოვანის დეფექტების სრული ეპითელიზაციის შემდეგ);
- მწვავე გარეთა და შუა ოტიტი დაფის აპკის დაზიანების გარეშე (მათ შორის სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა).

უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- კერატიტი, რომლის გამომწვევია herpes simplex, ჩუტყვავილა და სხვა ვირუსული დაავადებები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებით;
- რქოვანას ეპითელიოპათია;
- მომატებული თვალშიგა წნევა;
- დაფის აპკის პერფორაცია.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების ჩასმა შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.
წვეთების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შესაძლოა თვალშიგა წნევის მომატება. თუ პრეპარატის გამოყენება ხდება 2 კვირა და მეტ ხანს, თვალშიგა წნევა რეგულარულად უნდა იზომებოდეს.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
მედექსოლის ერთ ან ორ წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივალურად ყოველ 3-6 საათში ან ექიმის რეკომენდაცის მიხედვით.
უფროსებში – 1-5 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ, 6-10 დღის განმავლობაში, ბავშვებში – 1-2 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ 6-10 დღის განმავლობაში. გამოყენებამდე რეკომენდებულია ფლაკონის ხელით გათბობა, ყურში ცივი სითხის მოხვედრით უსიამოვნო შეგრძნების არიდების მიზნით.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს
ორსულობისა და ლაქტაციის დროს მედექსოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის ან ახალშობილისათვის მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

გამოშვების ფორმა
თვალის/ყურის წვეთები 5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში!
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
dexamethasone
Dose
0.1%
Form
წვეთები თვალის/ყურის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page