Viral gel 3% 5g eye ointmen tube #1
Viral gel 3% 5g eye ointmen tube #1

Viral gel 3% 5g eye ointmen tube #1

Bulgaria

ბალკანფარმა-დუპნიცა
About Product
ვირალ გელი 30მგ-გ თვალის მალამო

ამ პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაიკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისათვის. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი დაენიშნა პაციენტს, არ შეიძლება მისი სხვებისთვის მიცემა. პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც პაციენტის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა: ვირალ გელი 30მგ-გ თვალის მალამო შეიცავს: აქტიური სუბსტანცია არის აციკლოვირი 1გ მალამო, რომელიც შეიცავს 30მგ აციკლოვირს; სხვა ინგრედიენტია პარაფინი თეთრი რბილი.

ჩვენება: ვირალ გელის თვალის მალამო არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ სუბსტანციას ანტივირუსული მოქმედებით. განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, რომელიც იწვევს რქოვანას ანთებას (კერატიტს).

უკუჩვენება: არ გამოიყენება ვირალ გელის თვალის მალამო, თუ პაციენტი არის ალერგიული (აქვს მომატებული მგრძნობელობა) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ვირა გელის თვალის მალამოს გამოყენების წინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს: თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს. უნდა მოერიდოს კონტაქტური ლინზების ტარებას აციკლოვირი ვიჟენის თვალის მალამოს გამოყენებისას.
თუ პაციენტს აქვს რაიმე შეკითხვა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და ვირალ გელის თვალის მალამო: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობს, ბოლო დროს ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად ან ბუნებრივად კვებავს ბავშვს, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ვირალ გელის თვალის მალამომ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და გარდამავალი ეფექტი მხედველობაზე. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილე ავტომობილების და მექანიზმების მართვისას.

გამოყენების წესი: ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ გამოყენების ინსტრუქციაში ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ბავშვები: ვირალ გელის თვალის მალამო გამოიყენება მალამოს 1სმ ხაზის ქვემო კონიუნქტივალურ ტომარაში (ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე) უნდა მოატავსონ, დღეში 5-ჯერ, დაახლოებით 4 (ოთხი) საათის ინტერვალით, ღამის დროის გარდა.
ვირალ გელის მალამო გამოყენებული უნდა იყოს სიმპტომების გასვლიდან მინიმუმ 3 დღე.

ხანდაზმული პაციენტები: არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები დოზის კორექციისა და გამოყენების წესის შესახებ.

გამოყენების წესი: ვირალ გელის თვალის მალამო შესაფერისია მხოლოდ თვალში გამოსაყენებლად. ამ პრეპარატის გამოყენების წინ უნდა დაიბანონ ხელები. ინფიცირებული თვალის ქვემო ქუთუთო თითით ქვემოთ ნაზად უნდა ჩამოსწიონ. თავი უკან გადასწიონ და ზემოთ აიხედონ. ქვემო ქუთუთოს შიდა მხარეს წაისვან თვალის მალამოს 1სმ ხაზი. დარწმუნდნენ, რომ ტუბის წვერი თვალს არ შეეხოს. თვალი უნდა დახუჭონ 30 წამის განმავლობაში. გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანონ.

დოზის გადაჭარბება: რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში, რჩევისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუმცა არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ შეფუთვის შემცველობის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა გამოიყენება გახსენებისთანავე. ამის შემდეგ უნდა გააგრძელონ ჩვეულებრივი რეჟიმით გამოყენება.
ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-დუპნიცა
Country
Bulgaria
Generic
acyclovir
Dose
3%
Form
მალამო თვალის
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
5გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page