Zovirax eye ointment 3% 5gr #1
Zovirax eye ointment 3% 5gr #1

Zovirax eye ointment 3% 5gr #1

Russia

სინთეზი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Acyclovirum
სამკურნალო ფორმა: თვალის მალამო
შემადგენლობა 1 გ-ზე:
მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი - 0,03 გ;
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი (ვაზელინი).
აღწერა.თეთრი ან თეთრი ყვითელი შეფერილობით მალამო, ან ყვითელი ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.ანტივირუსული საშუალება.

გამოყენების ჩვენებები
ჰერპესული კერატიტი, გამოწვეული 1 და 2 ტიპის Herpes simlex ვირუსით.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიმართ.
ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

პრეპარატი დედის რძეში ჩნდება დედის სისტემურ სისხლის ნაკადში მოხვედრის შემდეგ, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გამოყენების მეთოდი და დოზირება

ადგილობრივად.

მოზრდილებსა და ბავშვეშითვალის მალამო 1 სმ სიგრძის ზოლის სახით იდება ქვედა კონიუნქტივის ტომარაში 5-ჯერ დღეში (ყოველ 4 საათში) შეხორცებამდე.

მკურნალობა გრძელდება შეხორცებიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები მოყვანილია კლინიკური კვლევების მსვლელობისას შეხვედრის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად - 10% მეტი; ხშირად - 1% მეტი და 10% ნაკლები;არახშირად - 0,1% მეტი და 1% ნაკლები; იშვიათად - 0,01% მეტი და 0,1% ნაკლები; ძალიან იშვიათად - 0,01% ნაკლები.

ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად - დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მ.შ. ანგიონევროზული შეშუპება).

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - წერტილოვანი ზედაპირული კერატოპათია (არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას და ქრება შედეგების გარეშე): ხშირად- მსუბუქი წვა (რომელიც გადის დროთა განმავლობაში); არა ხშირად - კონიუნქტივიტი; იშვიათად - ბლეფარიტი.
Show More
More Info
Brand
სინთეზი
Country
Russia
Generic
acyclovir
Dose
3%
Form
მალამო თვალის
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
5გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page