კალმოზინი საჭმლის მონელება Calmosine Digestion საკვები დანამატი
დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე! არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს! არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს! არ შეიცავს კონსერვანტებს!
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს შემდეგ კომპონენტებს-ცერეცოს თესლის ექსტრაქტი (Foeniculum Vulgare) 10მგ., ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (Tilia Cordata) 0,63მგ; დამხმარე ნივთიერებები: წყალი, მცენარეული გლუკოზის სიროფი, ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი (Citrus Aurantium), ლიმონის წვენი (Citrus Lemon).
ჩვენებები: კოლიკა-მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი; მუცლის შებერილობა-მეტეორიზმი, ნაწლავთა სპაზმი; საჭმლის მონელების დარღვევა; დისფეპსიური მოვლენები (გულისრევა, პირღებინება); გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ასოცირებული ნაწლავთა სპაზმი და მუცლის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გათავისუფლებისა და მეტეორიზმის მოხსნის მიზნით (მაგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ).
დოზირება და მიღების წესი: სიროფი მიიღება დაბადებიდან. რეკომენდებული დღიური დოზაა 5მლ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 5მლ-ს 6-ჯერ დღეში. მიიღება კვებამდე ნახევარი საათით ადრე.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: სიროფი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8C-დან +15C ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია გახსნიდან 10 დღის განმავლობაში.