/images/logo_en.svg
Dro spaz tab 40mg #20

Dro spaz tab 40mg #20

Bulgaria

ადიფარმი

About Product
დრო სპაზი 40 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა დოროტავერინის ჰიდროქლორიდი (drotaverina hydrochloride).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40მგ დოროტავერინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

დრო სპაზის ტაბლეტები არის ანტისპაზმური (სპაზმების მომხსნელი) პროდუქტი და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს:
გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან: კენჭები ნღვლის ბუშტში, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება).
გლუვი კუნთების სპაზმი საშარდე გზების დაავადებებში: კენჭები თირკმელში, კენჭები საშარდე გზებში, თირკმლის ანთება, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), შარდის ბუშტის სპაზმი.
როგორც დამხმარე თერაპია:
- კუჭისა და ნაწლავის გლუვი კუნთების სპასტიური ტკივილის მდგომარეობა: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭის სპაზმი, ენტერიტი (ნაწლავის ლორწოვანის ანთება), მსხვილი ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა და გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს ყაბზობა ან მეტეორიზმი (გაზების წარმოქმნა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ძირითადად ნაწლავებში).
- დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის დროს.
- სპასტიური ტკივილის მდგომარეობა გინეკოლოგიური დაავადებების დროს: მტკივნეული მენსტრუაცია.

როგორ მიიღება დრო სპაზი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
მიიღება პერორალურად სითხის საკმარისი რაოდენობით.
თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა, რეკომენდებული დოზაა: მოზრდილები: 3-6 ტაბლეტი დღეში (დაყოფილი 2-3 დოზად).
ბავშვები: დროტავერინის გამოყენება ბავშვებში არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დროტავერინი მიიღება:
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მიეცეს მაქსიმუმ 1/2 - 1 ტაბლეტი (20-40 მგ) 2-5-ჯერ დღეში.
ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

როგორ ინახება დრო სპაზის ტაბლეტები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ადიფარმი
Country
Bulgaria
Generic
drotaverine
Dose
40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat