Emanera caps 40mg #90

Emanera caps 40mg #90

Czech Republic

კრკა
About Product
აქტიური ნივთიერება: ესომეპრაზოლი 40,00მგ,

გამოყენების ჩვენება: მოზრდილები: გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება (გერდ): ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა; პაციენტების ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან აცილების მიზნით; გერდ სიმპტომატური მკურნალობა. შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში Helicobacter pylori ერადიკაციისთვის და შემდეგ შემთხვევებში: Helicobacter pylori ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა; Helicobacter pylori ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აასს-ით: აასს მიღებასთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა; აასს მიღებასთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა. რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით ხანგრძლივი თერაპიის სახით პეპტიური წყლულიდან სისხლდენის ვენაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ: ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: მოზარდები 12 წლიდან: გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება (გერდ): ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა; პაციენტების ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან აცილების მიზნით; გერდ სიმპტომატური მკურნალობა. კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან Helicobacter pylori ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზები მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან სქემით

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ჩანაცვლებადი ბენზიმიდაზოლამის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ეზომეპრაზოლის დანიშვნა არ უნდა მოხდეს ნელფინავირთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულ ქალებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. უცნობია, ხდება თუ არა ეზომეპრაზოლის ექსკრეცია დედის რძით, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Czech Republic
Generic
esomeprazoli
Dose
40მგ
Form
კაფსულა
Quantity
90
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page