Enterostabil powder ORS ORS Boulardii sashets #5
Enterostabil powder ORS ORS Boulardii sashets #5

Enterostabil powder ORS ORS Boulardii sashets #5

Croatia

ფარმასი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Saccharomyces boulardi+Min:Na,K,Cl
ენტეროსტაბილი ORS Boulardii -ის შემადგენლობაში შედის:

პერორალური რეჰიდრატაციის მარილები, რომელიც უზრუნველყოფს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას.
ინგრედიენტები:

გლუკოზა; ნატრიუმის ციტრატი; ნატრიუმის ქლორიდი; ლიოფილიზირებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae var boulardii I-3799; კალიუმის ქლორიდი; ლიმონმჟავა; ფორთოხლის არომატი; ლიმონის არომატი; დამატკბობელი: სუკრალოზა.
ენტეროსტაბილი ORS Boulardii:

რეჰიდრაციისთვის მსუბუქად და ზომიერად გამოხატული მწვავე დიარეის და პირღებინების შემთხვევებში .
პაკეტის ორივე ნაწილის (ეტიკეტით "Enterostabil Boulardii" და "Enterostabil ORS") შიგთავსი ჩაყარეთ წინასწარ ადუღებულ და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებულ 250 მლ წყალში და აურიეთ კარგად, სვით ყლუპობით. მისი მიღება შესაძლებელია 6 საათის განმავლობაში, თუ ინახება მაცივარში, და 3 საათის განმავლობაში, თუ ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში.
მოზრდილები და ბავშვები 1 წლის ასაკის და ზევით: 1 პაკეტი ყოველდღიურად;
პაკეტში ფხვნილი შეიძლება გრანულების სახით გარდაიქმნეს, რაც ნორმალურად ითვლება.
შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.

■უსაფრთხოების ზომები
ენტეროსტაბილი ORS Boulardii–ის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ენტეროსტაბილი ORS Boulardii-ის მიღებიდან 4 დღის შემდეგ, გახანგრძლივებული დიარეის და / ან ღებინების შემთხვევაში, აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია.
მნიშვნელოვანია განსაზღვრული რაოდენობით სითხის დალევა.
სავარაუდო უკუჩვენებები: ნახშირწყლების შეწოვის დარღვევები, უკონტროლო ღებინება, ჰემოდინამიკური შოკი, გაუწყლოება, მწვავე და ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, სისხლი განავალში, ნაწლავის ოკლუზია.
ენტეროსტაბილი ORS Boulardii არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც კვების ერთადერთი წყარო.
არ მიიღოთ ენტეროსტაბილი ORS Boulardii, თუ ხართ ალერგიული ან ჰიპერმგრძნობიარე მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ენტეროსტაბილი ORS Boulardii არ არის განკუთვნილი პარენტერალური გზით მიღებისთვის.
Show More
More Info
Brand
ფარმასი
Country
Croatia
Generic
Saccharomyces cerevisiae var boulardii+sodium citrate+sodium chloride+potassium chloride
Form
ფხვნილი
Packing
პაკეტი
Quantity
5
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page