Espumisan 40mg/ml 30ml #1

Espumisan 40mg/ml 30ml #1

Germany

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
ჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა); რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი; ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება  დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:მიიღება შიგნით (პერორალურად) საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში-ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 1-2 კაფსულა ან 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში-10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. სუსპენზია მიღების წინ უნდა შეინჯღრეს!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად: გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში და 2 კაფსულა დილას გამოკვლევის დღეს უზმოზე, ან 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ. სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320მგ).

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში). იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.



შენახვის პირობები: კაფსულა: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.


აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
Germany
Generic
simethicone
Dose
40მგ/1მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page