Essenciale N amp 50mg/1ml 5ml #5

Essenciale N amp 50mg/1ml 5ml #5

Spain

ფამარი
About Product


შემადგენლობა: 5მლ პრეპარატი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: გამომშრალი სუბსტანციის სოიოს მარცვლების ფოსფატიდილქოლინს, რომელიც შეიცავს 93% (3-sn-ფოსფატიდილ) ქოლინს: სინონიმები-ესენციალური ფოსფოლიპიდები, EPL-250მგ. დამხმარე ნივთიერებებს: დეზოქსიქოლის მჟავას-126,50მგ; ნატრიუმის ჰიდროქსიდს-13,40მგ; ბენზილის სპირტს-45,00მგ, ნატრიუმის ქლორიდს-12,00მგ, რიბოფლავინს-0,50მგ; საინექციო წყალს-5მლ-მდე.

ჩვენება: ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროს): მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები; ორსულობის ტოქსიკოზი; წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰეპატობილიარული სისტემის არეში ოპერაციის დროს; ფსორიაზი; რადიაციული სინდრომი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით: ორსულობის დროს, პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოიყოს პლაცენტურ ბარიერში (ბენზილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენება დროულად დაბადებულ ახალშობილებში ან დღენაკლულ ახალშობილებში ასოცირდებოდა მათში ქოშინის სინდრომის განვითარებასთან ლეტალური შედეგით).

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური ინექციისთვის, არ შეიძლება მისი შეყვანა კუნთში გაღიზიანების შესაძლო ადგილობრივი რეაქციების გამო. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ ინტრავენურად ნელა შეიყვანება 1-2 ამპულა (5-10მლ) ან მძიმე შემთხვევაში-2-4 ამპულა (10-20მლ) დღეში. ორი ამპულის შიგთავსი შეიძლება შეყვანილ იქნას ერთდროულად. არ შეიძლება ერთ შპრიცში სხვა პრეპარატებთან ერთად შერევა. რეკომენდებულია ხსნარის გახსნა პაციენტის სისხლში შეფარდებით 1:1. პრეპარატის გახსნის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ 5% ან 10% დექსტროზის ხსნარი საინფუზიო შეყვანისთვის, ხოლო გახსნილი პრეპარატის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე შეყვანის განმავლობაში. არ შეიძლება პრეპარატის გახსნა ელექტროლიტური ხსნარებით (იზოტონური ხსნარი, რინგერის ხსნარი)!
რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალურ შეყვანას რაც შეიძლება სწრაფად დაემატოს შიგნით ანუ პერორალური მიღება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობის გამო შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ეგზანთემა ან ჭინჭრის ციება). ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკრუნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო ფორმა: ხსნარი ინტრავენური ინექციისათვის.

აღწერა: გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი.

განსაკუთრებული მითითება: გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი!

გამოშვების ფორმა: ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის 250მგ-5მლ. 5მლ პრეპარატი მუქი შუშის შევიწროვებულ ამპულებში. 5 ამპულა პვქ კონტურულ შეფუთვაში. თითო კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება 2C-8C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სია ბ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ფამარ ჰელს ქეა სერვისიზ მადრიდი, ს.ა.უ., ესპანეთი.
Show More
More Info
Brand
ფამარი
Country
Spain
Generic
phosphatidicoline
Dose
50მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
5მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page