Hepeel tab #50

Hepeel tab #50

Germany

ჰეელი
About Product
ჰეპეელი

შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს: Lycopodium clavatum D3 - 30 მგ, Chelidonium majus D4 - 30 მგ, China D3 - 30 მგ, Nux moschata D4 - 30 მგ, Carduus marianus D2 - 30 მგ; Phosphorus D6 - 15 მგ; Veratrum album D6 - 60 მგ; ?itrullus colocynthis D6 - 90 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

ჩვენებები: ქოლესტაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია; ახალშობილებში კონიუგაციური სიყვითლე; ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება; ქოლანგიტი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ქრონიკული ენტერიტი და კოლიტი; ნაწლავების დისბიოზი, შებერილობა; ქოლესტერინის დონის მატება სისხლში; ასთენო-ნევროზული სინდრომი, გამოფიტვა, მადის დაკარგვა; ალერგიული რეაქცია და კანის ქრონიკული დაავადებები; ნებისმიერი დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სადეზინტოქსიკაციო ფუნქციის გააქტიურება.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 12 წლის ზევით ბავშვებისთვის - 1 აბი; 0-დან 1 წლამდე ბავშვები - მეოთხედი აბი; 1-დან 6 წლამდე - ნახევარი აბი; 6 წლიდან - სამი მეოთხედი აბი. პრეპარატი მიიღება ენის ქვეშ დღეში 3-ჯერ კვებამდე 15-20 წუთით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ. ტკივილების, შებერილობის დროს 1 აბი 15 წუთიანი ინტერვალით 2 საათის განმავლობაში, რომლის შემდეგაც გრძელდება ჩვეულებრივი დოზირება.

გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და ცხელება, სისხლის შრატში ტრანსამინაზების და ბილირუბინის მომატება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50ც აბი პლასტმასის კონტეინერში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
Show More
More Info
Brand
ჰეელი
Country
Germany
Generic
homeopatic comb. drug
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page