Lacidofil-WM caps #20

Lacidofil-WM caps #20

Canada

ლალემანდ ჰეალთ
About Product
საერთაშორისო დასახელება - lactobacillus rhamnosus, lactobacillus acidophilus
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა
პრეპარატ ლაციდოფილ®-WM-ის 1 კაფსულა შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზებულ ბაქტერიას
Lactobacillus rhamnosus Rosell-11 – 1,9 მლრდ.
Lactobacillus acidophilus Rosell-52 – 0,1 მლრდ.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიარეის საწინააღმდეგო ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატები, რომლებიც არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას. რძემჟავას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები
_ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევების – დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
_ საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში (მ.შ., დაკავშირებული კვების რაციონის ცვლილებასთან, მოგზაურობასთან და სხვა);
_ დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში, დაკავშირებული ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან;
_ გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული),
_ ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის ამაღლების მიზნით);
_ ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
_ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის უნარის ამაღლების მიზნით).
Clostridium difficile-ის მიერ გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება
ლაციდოფილ®-WM მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და მათთვის, ვისაც არ შეუძლია მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი განზავდეს რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი) ან წინასწარ შეგრილებულ საკვებში.
პროფილაქტიკის მიზნით ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად:
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში _1 კაფსულა დღეგამოშვებით, ბავშვებში 3 წლიდან – 1 კაფსულა ერთჯერ დღეში, მოზრდილებში – 1-2 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მ.შ., გამოწვეული ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ის ჩხირით): ლაციდოფილ®-WM მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ. 6-12 თვის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში, 1-3 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 3-12 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას – დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.
საჭმლის მონელების დარღვევების სამკურნალოდ (დისპეფსიები): 6-12 თვის ბავშვებში – 1 კაფსულა ერთჯერ დღეში, 1-3 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე, მოზრდილებში 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ საჭიროა შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასასურველი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ლაციდოფილ®-WM 3-ჯერ ამცირებს პირობითად პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით ჩანდიდა-ის გვარის სოკოების რაოდენობას, ხელს უშლის ამ ფლორით სანაყოფე წყლებისა და ახალშობილის კნტ-ის კოლონიზაციას. ორსულობის დროს ლაციდოფილ®-WM ინიშნება გეგმიურ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე.
Show More
More Info
Brand
ლალემანდ ჰეალთ
Country
Canada
Generic
lactobacillus
Form
კაფსულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page