საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ცენტრალური ნერვული სისტემა → ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები შემადგენლობა: 10 მლ შეიცავს:
სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე. შეიცავს შაქარს
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნეო პეკეს მგზავრობისთვის - პრეპარატის მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია ვესტიბულურ- მხედველობითი კონფლიქტის შედეგად სისხლში მომატებული ჰისტამინის და სეროტონინის დონის შემცირებით.
ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) - მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად.
ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური და სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით.
პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით.
შედეგად: დუნდება გლუვი მუსკულატურა, იხსნება კუჭ-ნაწლავის კუნთების სპაზმი, ქვეითდება კუჭ-ნაწლავის და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია და იხსნება გულისრევა და ღებინება.
ვიტამინი B6 (Pyridoxine) - ნაწლავებში სეროტონინის დონის რეგულაციით არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას იმპულსაციის ნორმალიზების ხარჯზე
ბარამბო (melissa Officinale), გვირილა (matricaria Recutita) - სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის აღგზნებადობას და და არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას.
ჩვენება: გადაადგილებასთან დაკავშირებული ღებინება და გულისრევის შეგრძნება
დოზირების მეთოდი: - 12 თვ - 14 წლამდე ბავშვებში : 1 ფლაკონი (10 მლ) მგზავრობის დაწყებამდე 15-20 წთ-ით ადრე - განმეორებით მიღება შესაძლებელია 3 საათის ინტერვალით - მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 7 ფლაკონია
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. შაქრის შემცველობის გამო არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
გამოშვების ფორმა: 10 მლ ფლაკონში მოთავსებული სიროფი ლიმონის არომატით №7 შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება 300C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე