Noximed powder for injection 600mg/3ml #10
Noximed powder for injection 600mg/3ml #10

Noximed powder for injection 600mg/3ml #10

Italy

ლიზაფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Glutathionum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარენტერალური საშუალებები რეჰიდრატაცისა და დეზინტოქსიკაციისათვის

რა არის ნოქსიმედი და რისთვის გამოიყენება იგი
ნოქსიმედი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას გლუტათიონს და ეკუთვნის წამლების იმ ჯგუფს, რომელიც ნერვული უჯრედების დაცვით ხელს უშლის ნერვულ აშლილობას (ნეიროპათია) ანტისიმსივნური პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ცისპლატინი ან ცისპლატინის ანალოგები.

როგორ გამოვიყენოთ ნოქსიმედი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
ჩვეულებრივი დოზა არის 1-2 ფლაკონი დღეში ინტრამუსკულურად, ან ნელი ინტრავენური ინექცია ან ინტრავენური ინფუზია.
დოზა განისაზღვრება ასაკის, სხეულის წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით და ასევე ანტისიმსივნური წამლის დოზის მიხედვით, რომელსაც თქვენ ღებულობთ.

როგორ გამოიყენება
წამალი უნდა გაკეთდეს 15-30 წუთით ადრე ქიმიოთერაპიის დაწყებამდე.
ინტრამუსკულური ინექციისთვის ან ინტრავენური ბოლუს ინექციისთვის, ფლაკონის შიგთავსი გახსენით გამხსნელ ამპულაში რომელიც მოთავსებული წამლის შეფუთვაში.
ინტრავენური ინფუზიისთვის, ზემოთ აღნიშნული მიღებული ხსნარი უნდა განზავდეს 20 მლ საინექციო წყალში.
რეკომენდებული ხსნარი მომზადების შემდეგ უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. განზავებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო და არ უნდა შეიცავდეს ხილულ ნაწილაკებს. კეთდება ერთჯერადად უწყვეტი ნაკადით. არ გამოიყენოთ დარჩენილი ხსნარი.
არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა პროდუქტებთან, თუ არ არის ცნობილი მისი თავსებადობის შესახებ.
მოხმარებამდე და მის შემდეგ სტერილურობის უზრუნველსაყოფად დაიცავით ყველა გაფრთხილება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მსგავსად ყველა მედიკამენტისა ნოქსიმედმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა არა ყოველთვის.
ნოქსიმედის არასასურველი ეფექტები მოცემულია ქვემოთ. მონაცემების მიხედვით წამლის ინდივიდუალური გავლენის სიხშირე არ არის შეფასებული.
- გულისრევა, ღებინება;
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), გამონაყარი კანზე, კანის ქავილი (ურტიკარია);
- თავის ტკივილი (ცეფალეა);
- ცხელება, ტკივილი და ინფექცია ინფუზიის ადგილზე, თრომბის წარმოქმნა ვენაში (ვენური თრომბოზი), ვენების ანთება ინფუზიის ადგილზე ან მის გარშემო (ვენების ფლებიტი და სისხლჩაქცევა).
ჩანართში მოცემული მითითებების დაცვით თავიდან აირიდებთ ზემოთ მოცემულ ეფექტებს.
Show More
More Info
Brand
ლიზაფარმა
Country
Italy
Generic
glutathione
Dose
600მგ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 3მლ
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page