/images/logo_en.svg
Ondaniqe 8mg/4ml i/m i/v solution for injection amp #5
Ondaniqe 8mg/4ml  i/m i/v solution for injection amp #5

Ondaniqe 8mg/4ml i/m i/v solution for injection amp #5

India

ჰუმანიქ ბიოფარმაცეუტიკალსი

About Product
ონდანიქე

ყოველი მლ შეიცავს:
ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდი USP
2 მგ ონდანსეტრონის ექვივალენტი
საინექციო წყალი USP Q.S
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი,
ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა.

ონდანსეტრონის ინექცია გამოიყენება:
გულისრევის (ღებინების შეგრძნება) და ღებინების პროფილაქტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია
•ქიმიოთერაპიის დროს კიბოთი დაავადებულ მოზრდილებში და ≥ 6 თვის ასაკში ბავშვებში.
•რადიოთერაპიის დროს კიბოთი დაავადებულ მოზრდილებში.
გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაციის შემდეგ მოზრდილებში და ≥ 1 თვის ასაკის ბავშვებში.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივ ონდანსეტრონის ინექცია კეთდება მედდის ან ექიმის მიერ. თქვენთვის გამოწერილი დოზა დამოკიდებულია დანიშნულ მკურნალობაზე.
ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის შედეგად გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა მოზრდილებში:
ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის დღეს რეკომენდებული დოზა მოზრდილებში შეადგენს 8 მგ-ს ვენაში ან კუნთში ინექციის სახით, უშუალოდ მკურნალობის დაწყების წინ, და კიდევ 8 მგ თორმეტი საათის შემდეგ.
ჩვეულებრივ ინტრავენური დოზა მოზრდილებისთვის არ აღემატება 8 მგ-ს.
ქიმიოთერაპიის შედეგად გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა ბავშვებში: (6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები)
ექიმი განსაზღვრავს დოზას ბავშვის წონის ან ზომის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი). ქიმიოთერაპიის დღეს
•პირველი დოზა კეთდება ვენაში ინექციის სახით, უშუალოდ მკურნალობის დაწყებამდე. ქიმიოთერაპიის შემდეგ, ბავშვს პრეპარატი ჩვეულებრივ მიეცემა პერორალურად ტაბლეტების ან სიროფის სახით.
მომდევნო დღეებში
•პერორალური მიღება შეიძლება დაიწყოს ბოლო ინტრავენური დოზის მიღებიდან თორმეტი საათის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
ოპერაციის შემდეგ გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მოზრდილებში:
•ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 4 მგ, რომელიც კეთდება ვენაში ან კუნთში ინექციის სახით. პროფილაქტიკის მიზნით ამ დოზის შეყვანა ხდება ოპერაციის წინ.
ბავშვები
•1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზა შეადგენს 4 მგ-ს ვენაში ნელი ინექციის სახით. პროფილაქტიკისთვის ეს დოზა მიიღება ოპერაციის წინ.
პაციენტები ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემებით
საერთო დღიური დოზა არ უნდა იყოს 8 მგ-ზე მეტი.

თუ თქვენ ან ბავშვი ცუდად გრძნობთ თავს
ონდანსეტრონის ინექციამ მოქმედება უნდა დაიწყოს ინექციის გაკეთებისთანავე. თუ თქვენ ან ბავშვს კვლავ გაქვთ გულისრევა ან ღებინება, აცნობეთ ექიმს ან მედდას.
თუ თქვენ ან ბავშვმა მიიღეთ საჭიროზე მეტი ონდანსეტრონის ინექცია
ონდანსეტრონის ინექციას თქვენ ან ბავშვს გაგიკეთებთ ექიმი ან მედდა და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ ან ბავშვმა მიიღოთ ძალიან დიდი რაოდენობით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან ბავშვმა მიიღეთ ძალიან დიდი დოზა ან გამოტოვეთ დოზა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას.
თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
ნიშნები შეიძლება იყოს
•უეცარი ხიხინი და გულმკერდის არეში ტკივილი ან შებოჭილობა
•ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება
•კანის გამონაყარის წითელი ლაქების ან სიმკვრივეების სახით კანის ქვეშ (ჭინჭრის ციება) სხეულის ნებისმიერ ადგილზე
•კოლაფსი
•თავის ტკივილი
•სიცხის მოწოლის ან სითბოს შეგრძნება
•ყაბზობა
•ღვიძლის ფუნქციის ტესტის შედეგების ცვლილება (თუ ონდანსეტრონის ინექცია გაგიკეთდათ ცისპლატინთან ერთად, სხვა შემთხვევაში, ეს გვერდითი მოვლენა იშვიათია)
•გაღიზიანება და სიწითლე ინექციის ადგილზე
•შეტევები (კრუნჩხვები)
•სხეულის უჩვეულო მოძრაობები ან კანკალი
•არათანაბარი გულისცემა ან გულმკერდის არეში ტკივილი.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30 C-ზე.
შეინახეთ სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგულას.
Show More
More Info
Brand
ჰუმანიქ ბიოფარმაცეუტიკალსი
Country
India
Generic
ondansetron
Dose
8მგ/4მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat