Papaverini hydrochloridum amp 2% 2ml #10
Papaverini hydrochloridum amp 2% 2ml #10

Papaverini hydrochloridum amp 2% 2ml #10

Belarus

ბორისოვო
About Product
საერთაშორისო დასახელება - Papaverinum hydrochloridi
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სმს-ის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები
შემადგენლობა: ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ პაპავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ედტა, მეთიონინი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: სისხლძარღვების, მუცლის ღრუს და ბრონქების გლუვი მუსკულატურის სპაზმებით გამოწვეული ფუნქციური მოშლილობები და ტკივილი. გამოიყენება თავის ტვინის და კორონარული სისხლძარღვების სპაზმის და ჰიპერტონული კრიზების დროს; აგრეთვე სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, შარდსადენი გზების სპაზმების და თირკმლის Qჭვალის დროს.

მიღების წესი და დოზირება: კანქვეშ, კუნთში და ინტრავენური ინექციები. ინტრავენური ინექციების დროს შეჰყავთ ნელა ექიმის კონტროლის ქვეშ!
ერთჯერადად 0,04გ (2მლ 2% ხსნარი). უმაღლესი ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის 0,1გ, სადღეღამისო 0,3გ. ბავშვებისათვის, ასაკზე დამოკიდებულებით 0,005-0,06გ 2-ჯერ დღეღამეში.

უკუჩვენებები: ჰიპოტენზია, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, 1 წლამდე ან ხანდაზმული ასაკი, გლაუკომა, პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობიელობა.

გვერდითი მოვლენები: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ჰიპოტენზია, სისხლში ტრანსამინაზების დონის აწევა, ძილიანობა, ოფლიანობა.

ორსულობა და ლაქტაცია: უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კომბინაცია გულის გლიკოზიდებთან იწვევს მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის გამოხატულ გაძლიერებას.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატს მცირე დოზით და სიფრთხილით უნიშნავენ ხანაზმულ, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის, თავისქალა–ტვინის ტრავმის, გამოხატული სისხლძარღვოვანი ჰიპოტენზიის, ასევე გულშიდა სისხლძარღვების გამტარებლობის მქონე ავადყოფებს.
მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის მაღალი დოზებით ინტრავენურმა შეყვანამ, შეიძლება გამოიწვიოს არითმიები ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადები. მკურნალობა სიმპტომატიური.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
Belarus
Generic
papaverine hydrochloride
Dose
2%
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
2მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page